როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი 5 წუთში - rogor.ge

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი 5 წუთში

 

წაისვით პუდრი ღრუბლით/სპონჯით, ფუნჯით ან თითების დახმარებით. თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე და ყელთან. არ დატოვოთ კონტურები და ხაზები, რადგან ამან შეიძლება მთელი მაკიაჟი გაგიფუჭოთ.

 

თვალის გარშემო მუქი წრეების დასაფარად გამოყენეთ თქვენი კანის ფერი შემნიღბავი კორექტორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თვალის გარშემო არსებული მუქი წრეების დაფარვით მიიღებთ სუფთა, ნათელ გამომეტყველებას.

 

ლოყებზე ფუნჯით წაისვით რუჟი. რუჟი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია დროის დაზოგვის მხრივ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან იგი კანის ტონალობას აუმჯობესებს და სახეს ცოცხალ იერს ჰმატებს.

 

გამოიყენეთ თქვენი საყვარელი თვალის ჩრდილები. ბუნებრივი ფერის თვალის ჩრდილი რბილ მზერას შეგმატებთ და გააშუქებს თვალებს. თუ თვალების უფრო მეტად გამოკვეთა გსურთ, წაისვით თვალის ლაინერი. გაივლეთ თხელი ხაზი თვალის კუთხეში. ბოლოს კი დაამატეთ მთავარი დეტალი – შავი ტუში.

 

მაკიაჟის ბოლო დეტალი ტუჩებია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერის თქვენი საყვარელი ტუჩსაცხი და ამით დააგვირგვინოთ თქვენი მაკიაჟი.