როგორ ჩავიტაროთ თვალების დაღლის პროფილაქტიკა - rogor.ge

როგორ ჩავიტაროთ თვალების დაღლის პროფილაქტიკა

 

თვალების დაღლის პროფილაქტიკისათვის მზიან ამინდში ეცადეთ ატაროთ მზისგან დამცავი სათვალეები. უკეთესია მწვანე ან ყავისფერი მინებით - ისინი აკავებენ სინათლის 50 % და არ ამცირებენ მხედველობის სიმკვეთრეს. გარდა ამისა შესაძლებელია თვალები ვარჯიშების სპეცილაური კომპლექსის ჩატარება.

 

ვარჯიში I - დახუჭეთ თვალები რაც შეიძლება მაგრად. სახის შეუჭმუხნავად დაითვალეთ ხუთამდე, მაშინვე ფართოდ გაახილეთ თვალები და აიხედეთ მაღლა, კვლავ დაითვალეთ ხუთამდე და მოადუნეთ თვალის კუნთები. გაიმეორეთ 3-5 ჯერ.

 

ვარჯიში II - ნელა, თავის მოუბრუნებლად დაბრიცეთ თვალები რაც შეიძლება მარცხნივ, დაითვალეთ ხუთამდე და გაიმეორეთ იგივე საპირისპირო მიმართულებით. საწყის მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, დახუჭეთ თვალები 1-2 წუთით - პაუზა.

 

ვარჯიში III - გააკეთეთ თვალებით ნელი მბრუნავი მოძრაობები მარცხნიდან მარჯვნივ 2-ჯერ: მარჯვნიდან მარცხნივ -2 ჯერ. პაუზის შემდეგ გაიმეორეთ 3-4 ჯერ.

 

ვარჯიში IV - ახამხამეთ თვალები რაც შეიძლება სწრაფად.