როგორ დავაყენოთ პაროლი Windows 7-ზე - rogor.ge

როგორ დავაყენოთ პაროლი Windows 7-ზე

 

ვხსნით [u]START [/u]> [u]CONTROL PANEL[/u] > [u]User Accounts[/u], გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა.

 

ვაკლიკავთ [u]Create a password for your account[/u]. პირველ ველში New Password შეგვყავს ჩვენთვის სასურველი პაროლი, ხოლო მეორე ველში ვიმეორებთ მას. მესამე ველში ვწერთ ჰინთს(მინიშნებას) სიტყვას რომელიც პაროლის დავიწყების შემთხვევაში მიგვანიშნებს და მიგვითითებს პაროლზე. შეეცადეთ ასოციაციურად ისეთი რამე დაწეროთ, რომ თქვენ მიხვდით მარტო კავშირს ჰინთსა და პაროლს შორის. სამივე ველის შევსების შემდეგ დააკლიკეთ [u]Create Password[/u], მასზე დაკლიკების შემდეგ დაბრუნდებით საწყისს გევრდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაროლი დაყენებულია.

 

გადატვირთეთ კომპიუტერი და დარწმუნდით, რომ თქვენი პაროლი დაყენებულია და კომპიუტერი მის გარეშე არ ირთვება.