როგორ შევარჩიოთ ყვავილი საჩუქრად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ყვავილი საჩუქრად

 

ყველამ იცის იმის შესახებ, რომ ყვავილებისათვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის საჭიროა ყვავილი იყოს ახალი. მაგრამ ხშირად გამყიდველები ყიდიან ძველ, მომაკვდავ ყვავილებს. ამისათვის მიმართავენ შემდეგ მოქმედებებს. 1. აჭრიან ღეროს, აცლიან გამომშრალ ან გამუქებულ ფოთლებს. 2. იღებენ დახლიდან და გარკვეული დორით ათავსებენ მაცივარში. 3. უმატებენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს. 4. კრავენ თაიგულად, თითოეულ ყვავილს ახვევენ ბრჭყვიალა ქაღალდში ან ცელოფანში. 5. დიდი რაოდენობით ყვავილებისგან შემდგარ კომპოზიციებში ამატებენ როგორც ახალ, ისე მომაკვდავ ყვავილებს. 6. მომაკვდავ ყვავილებს უსვამენ საღებავებსა და ბრჭყვიალა ნივთიერებებს.

 

იმისათვის, რომ არ მოტყუვდეთ და შეარჩიოთ ნამდვილად ახალი ყვავილები, საჭიროა ყურადღების შეისწავლოთ შემოთავაზებული პროდუქტი. 1. ახალი ყვავილის კოკორი მყარი, გლუვი და დრეკადია. 2. გაფურჩქნული ყვავილის გვირგვინს აქვს სწორი ფორმა. 3. ყვავილი უნდა იყოს მთლიანი, ზედმეტი ფოთლების მოშორების ნიშნების გარეშე. 4. ფოთლები - მუქი ლაქების ან ზოლების გარეშე. 5. მოჭრილი ღეროს ძირი უნდა იყოს ღია ფერის, არა მშრალი, ზედმეტი არომატის გარეშე. 6. ყვავილს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი არომატი, ანუ სასიამოვნო მსუბუქი არომატი. 7. ახალი ყვავილის მტვრიანაზე ან უნდა იყოს მტვერი. 8. კოკორის ძირში არსებული ფოთლები არ უნდა იყოს მშრალი, დახვეული ან ჩამოცვენილი. 9. ღეროზე არსებული ფოთლები უნდა იყოს მწვანე, ყავისფერი ლაქების გარეშე. 10. კარგი ყვავილი არ უნდა იხრებოდეს, თუ მას ხელს მოჰკიდებთ ღეროს ძირში. 11. კოკორები არ უნდა იყოს დაჭიმული რეზინების (დამახასიათებელია ტიტებისთვის), ან ძირში დახვეული სკოჩით საშუალებით (დამახასიათებელია გერბერასთვის). 12. ჯობს არ აიღოთ გაშლილი ყვავილის თავთან არსებული კოკორით, რადგან კოკორი აქტიურად იღებს წყალს, რითაც აკლებს მას ყვავილს.

 

არ ღირს უკვე გამზადებული თაიგულებისა და კალათების შეძენა. ჯობს დახარჯოთ ცოტათი მეტი დრო, თავად შეარჩიოთ თითოეული ყვავილი და სთხოვოთ, რომ თაიგული თქვენი თანდასწრებით შეკრან. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ ქალებისა და მამაკაცებისათვის განკუთვნილი თაიგულები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქალისათვის განკუთვნილი თაიგული შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის. მისი შედგენის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს ყველანაირი ლენტი, ბაფთა, ბისერი და სხვა მორთულობები. მაგრამ საჭიროა ქალბატონის ასაკის გათვალისწინებაც. ახალგაზრდა გოგონებს უფრო შეეფერებათ პასტელის ფერები (თეთრი, ვარდისფერი, კრემისფერი), ხოლო ასაკოვან ქალბატონებს - მკვეთრი ფერების ელეგანტური ყვავილები - ბორდოსფერი, იისფერი, ალუბლისფერი და სხვა. მამაკაცისათვის განკუთვნილი თაიგული უნდა იყოს სამკუთხედის ან პირამიდის ფორმის. როგორც წესი, მამაკაცისათვის განკუთვნილ თაიგულებს კრავენ ერთი ფერის ყვავილებით, თუმცა დასაშვებია კონტრასტულობაც. ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის განკუთვნილ თაიგულში უნდა იყოს მოზრდილი, სოლიდური ყვავილები.

 

რომელი თაიგული იქნება ყველაზე შესაფერისი კონკრეტულ შემთხვევაში? დაბადების დღეზე უმჯობესია აჩიქოთ ის ყვავილები, რომლებიც მას უყვარს. თუ ეს ფაქტი უცნობია, მაშინ შეარჩიეთ საკუთარი გემოვნების მიხედვით. მაგრამ თაიგული უნდა იყოს ნათელი, სადღესასწაულო, ლამაზი, მაგრამ არც მცირე, მაგრამ არც უზარმაზარი. ხოლო იუბილესათვის შესაფერისი იქნება დიდი კომპოზიციები ან კალათები. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ასაკოვან ხალხს არ უნდა აჩუქოთ ძალიან ღია ან ძალიან მუქი თაიგულები. თუ დაგპატიჟეს ქორწილში, შეარჩიეთ ღია ან თეთრი შეფერილობის ყვავილები. პაემანზე უმჯობესია მიართვათ მცირე ზომის, უბრალო თაიგული ან ერთი დიდი, ლამაზი ყვავილი. ისეთი მოვლენა, როგორიცაა ბავშვის გაჩენა, ასევე არ ჩაივლის ყვავილების გარეშე. თუ გაჩნდა ბიჭი, მაშინ მიღებულია უხეში ფერების,ლურჯი ან იისფერი შეფერილოვის, ხოლო გოგოს შემთხვევაში – ვარდისფერი ან წითელი. ორივე შემთხვევაში თაიგული არ უნდა იყოს ძალიან დიდი და ნათელი. ავადმყოფის მონახულებისას, უმჯობესია მიართვათ მცირე, მსუბუქი, არა მძაფრი ფერის ყვავილებისგან შეკრული თაიგული. უფრო უკეთესია პატარა კომპოზიციის მირთმევა, რომელსაც არ სჭირდება ვაზა. ახალ საცხოვრებელში გადასვლისას საუკეთესო საჩუქარია ქოთანში ჩარგული ოთახის ყვავილის ჩუქება. მაგრამ ყველაზე მთავარია, მუდამ შეარჩიეთ და აჩუქეთ ყვავილები სიყვარულით, სიხარულით და დადებითი ემოციებით. მაშინ თქვენი ყვავილებინამდვილად მოეწონებათ, გაძლებენ ძალიან დიდ ხანს და სასიამოვნოდ მოაგონებენ თქვენს თავს.

 

რა მოუხერხოთ ნაჩუქებ ყვავილებს იმისავის, რომ დიდხანს გაძლონ? როცა ნაჩუქებ ყვავილებს მოიტანთ სახლში, არ არის საჭირო მათი აბაზანაში ჩადება, დასატენიანებლად. თითოეულ ფოთოლზე არის მტვრის ფენა, რომლებიც იცავენ მცენარეს გარემო პირობების ზემოქმედებისგან. თუ ყვავილს ჩადებთ წყალში, მტვრელი ჩამოირეცხება და ყვავილი ნაადრევად დაჭკნება. პირველი, რისი გაკეთებაც არის საჭირო – არის შეფუთული ყვავილების დაშლა, ძირების ფრთხილად 2 სანტიმეტრზე დახრილად წაჭრა და ზედმეტი ქვედა ფოთლების მოწყვეტა, რათა გაუთავისუფლოთ წყალთან წვდომა. შემდეგ საჭიროა სუფთა ვაზის აღება. "სუფთაში" იგულისხმება ვაზა, რომელიც არა მარტო ჩამოღებულია დახლიდან, არამედ ცხელ წყალში საგულდაგულოდ გარეცხილი. ვაზაში საჭიროა, ასევე სუფთა ასმელი წყლის ჩასხმა.

 

სასურველია იცოდეთ: – საჭიროა ვარდების ცივ წყალში ჩაწყობა; – ტიტების – ცივ, ყინულებიან წყალში; – გერბერები – თბილში; – ლილიები – ცივ წყალში და თუ ყვავილი უკვე გაიფურჩქნა, გირჩევთ მაშინვე მოწყვიტოთ ყავისფერი მტვრიანა (მტვრის სველ ფოთლებზე მოხვედრის შემთხევაში ყვავილი სწრაფად დაჭკნება); – ქრიზანტელები და იასამანი უმჯობესია ჩადოთ ძალიან ცხელ წყალში, ამასთან ერთად დაუმატოთ 2 კოვზი შაქარი და ერთი წვეთი ლიმონის მჟავა. სამი დღის შემდეგ საჭიროა ყვავილების ვაზიდან ამოღება, ღეროს გამდინარე წყლით გარეცხვა და წაჭრა, ვაზის გარეცხვა, სუფთა წყლის ჩასხმა. ეს მოქმედებები თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყოველ 3 დღეში. საჭიროა აღინიშნოს, რომ თაიგული უმჯობესია დადგათ გრილ ადგილზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან, ნებისმიერი სახის გამათბობელისგან და ასევე ორიპირი ქარისაგან შორს. თუ განახორციელებთ ამ მარტივ პროცედურებს ყოველ ჯერზე, მაშინ ყვავილები გაგიძლებთ დაახლოებით 2 კვირა. გისურვებთ წარმატებულ არჩევანს!