როგორ მოვამზადოთ ბანასის კექსი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ბანასის კექსი

 

ბანანი გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ. ათქვიფეთ კვერცხი კარაქთან და შაქართან ერთად. შეურიეთ ბანანი და თხილი, ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. დიდხანს არ ურიოთ.

 

ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე, კექსუნების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით. ცომი ჩაასხით ფორმებში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15-20 წთ. თხილის ნაცვლად შეგიძლიათ ნუში ან ნიგოზი გამოიყენოთ. თხილი გემოვნებისამებრ შეგიძლიათ დაჭრათ, გაატაროთ ან მთელ-მთელი დატოვოთ.