როგორ მოვუაროთ კბილებს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კბილებს

 

კბილის გარეთა ზედაპირის გასაწმენდად ჯაგრისი უნდა დაიკავოთ 45 გრადუსის კუთხით ღრძილების ხაზის მიმართ.

 

კბილებს შორის მონაკვეთიდან საჭმლის ნარჩენები ძნელად იწმინდება ჯაგრისით, ამისთვის შექმნილია ფლოსი-კბილების საწმენდი ძაფი.

 

გამოვლება რეკომენდებულია საკვების ყოველი მიღების შემდეგ.

 

თუ ხელთ არ გაქვთ სავლები, გამოდგება ჩვეულებრივი გადადუღებული წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი. ეს ვარიანტი მისაღებია იმათთვისაც, ვინც შუადღეს სადილობს სამსახურში და არ შეუძლია კბილის ჯაგრისის გამოყენება.

 

ხანგრძლივი მოქმედების (12 საათამდე) ანტიბაქტერიული პასტები უზრუნველყოფენ კბილებისა და ღრძილების დაცვას გაწმენდიდან გაწმენდამდე. გამოიყენეთ ასეთი პასტა, თუ კბილებს იწმენდთ დილით და საღამოს.

 

უნდა შეამციროთ ტკბილეულის მიღება.

 

საკვები აუცილებდ უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, ცილოვან ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს.

 

დაიწყეთ წმენდა ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან. შეასრულეთ 10 მოძრაობა ერთ მხარს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს.
;