კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ვინეგრეტი

ავტორი: ნოდარ ღლიღვაშვილი

მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება დატვირთულია სტრესით და ხშირად გვიწევს სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი საკვების ჭამა, ჩვენთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჯანსაღი საკვების მიღება. ამ ინსტრუქციაში ახსნილია თუ როგორ მოვამზადოთ სალათი ვინეგრეტი.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • კარტოფილი – 5 ცალი
  • ხახვი – 1 ცალი
  • მჟავე კიტრი – 4 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი – 4 სუფრის კოვზი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • ჭარხალი – 2 ცალი
  • ბარდა (გაროხი) – 1 ქილა
  • მარილი

საფეხურები

  1. 1
    პირველ რიგში მოიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები. ამ სალათის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, მჟავე კიტრი, ბარდა (გაროხი) და მზესუმზირის ზეთი.
  2. 2
    4–5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და ერთი ცალი სტაფილო კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით გაზქურაზე 20–25 წუთით.
  3. 3
    1–2 ცალი ჭარხალი კარგად გარეცხეთ და ანალოგიურად მოათავსეთ ქვაბში. ხარშეთ 60–75 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ ჭარხალი კაგად მოიხარშა თუ არა, გამოიყენეთ ასანთის ღერი. უჩხვლიტეთ და თუ ადვილად ჩავიდა ეს ნიშნავს რომ იგი მზადაა.
  4. 4
    მოხარშული ბოსტნეული გააციეთ.
  5. 5
    გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად.
  6. 6
    სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
  7. 7
    ანალოგიურად გაასუფთავეთ და დაჭერით ჭარხალი.
  8. 8
    საშუალო ზომის ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  9. 9
    მჟავე კიტრი დაჭერით კუბიკებად როგორც სურათზეა ნაჩვენები.
  10. 10
    თქვენთვის სასურველ კონტეინერში მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, მჟავე კიტრი და ბარდა (გაროხი).
  11. 11
    დაამატეთ 3–4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ.