როგორ მოვიშოროთ ღაბაბი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ღაბაბი

 

მოუარეთ კანს ღაბაბი წარმოადგენს ჩამოწელილ კანს, რომელსაც დაკარგული აქვს სიმკვრივე და ელასტიურობა. გარდა ამისა, მის ძირში ხშირად გროვდება ცხიმის ფენა. ამ რბილი კანის მოსაშორებლად საჭიროა მეტი ყურადღება დაუთმოთ კანის მოვლას და დაუბრუნოთ მას რეგენერაციის შესაძლებლობა. ყოველდღიურად წაისვით დამატენიანებელი კრემები, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ დამჭიმავი ნიღაბი.

 

წაისვით კრემი მასაჟისებური მოძრაობებით კისრის ცენტრიდან ზევით დაამასაჟეთ ცოტა უფრო ძლიერად. გვერდებიდან მოძრაობები მიმართული უნდა იყოს ქვევით. კრემის წასმა დაასრულეთ ღაბაბისათვის ქვევიდან ზევით ხელის უკანა ნაწილის რამდენჯერმე მირტყმით.

 

დაკავდით გიმნასტიკით სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშების კომპლექსი დაგეხმარებათ კუნთებისათვის ტონუსის დაბრუნებასა და კანის გამკვრივებაში. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე, მოგცემთ კარგ შედეგს, თუ არ დაიზარებთ და დღეში 10 წუთს გამოჰყოფთ გიმპასტიკისათვის, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ყურადღება გადაიტანეთ თქვენს კისერზე, წარმოიდგინეთ, რომ ნიკაპზე ჩამოგკიდეს მძიმე ტვირთი. ის გექაჩებათ ქვევით და თქვენ უნდა შეეწინაღმდეგოთ მას. თავის უკან გადაწევით ასწიეთ ნიკაპი ზევით. ამ დროს კისრის კუნთები უნდა იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში. მოძრაობა გაიმეორეთ 5-7 ჯერ.

 

ჩამოსწიეთ ქვედა ტუჩი ქვევით ისე, რომ გამოჩნდეს ქვედა კბილები. მაქსიმალურად დაჭიმულ მდგომარეობაში გაჩერდით 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი მოდუნდით. სავარჯიშო გაიმეორეთ 3 ჯერ.

 

გადასწიეთ თავი უკან. გამოსწიეთ ქვედა ყბა წინ და ასწიეთ იგი ზევით, თითქოს ქვედა ტუჩით აპირებდეთ ცხვირის წვერთან მიახლოებას. მსგავსი მოძრაობები შეასრულეთ 1 წუთის განმავლობაში.

 

გადასწიეთ თავი მარჯვნის და მასთან ერთად ნიკაპიც იმავე მიმართულებით. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს.

 

დაჭიმეთ ზედა და ქვედა ტუჩი. გაჩერდით ამ მდგომარეობაში და მორიგეობით წარმოთქვით ბგერები "უ" და "ი".

 

დაწექით ზურგზე, ხოლო თავი წამოსწიეთ ზევით. მაქსიმალური დაჭიმულობის მიღწევის შემდეგ გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამის განმავლობაში.