როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად

 

პირველ რიგში, აუცილებლად, საჭიროა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. წესით და რიგით თქვენ უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს ყველაზე მეტად. ჩამოწერეთ და გაანალიზეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. გაგიმარტივებთ საქმეს და გირჩევთ დაიწყეთ საგნების ჩამოწერით რომელთაც საუკეთესოდ ფლობთ, შემდეგ საგნები რომლებიც საშუალო ინტერესს იწვევენ თქვენში და ბოლოს საგნები რომლებიც არ გაინტერესებთ. ეს წაიღებს არც თუ დიდ დროს.

 

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ჩამოწერეთ თქვენი ინტერესის სფეროები და პროფესიები, რომელთაც თვლით, რომ ინტერესით შეძლებთ მათ ათვისებას. მინდა ამას დიდი ყურადღება დაუთმოთ, რამეთუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თქვენ უკვე აღარ ხართ პატარები, ირჩევთ ცხოვრების გზასა და პროფესიას. არ არის აუცილებელი აკეთოთ ის რაც არ გაინტერესებთ და არ გსიამოვნებთ. ასევე გაითვალისწინეთ, ადამიანების უმრავლესობა ცხვორების მანძილძე იცვლის პროფესიას, ისინი არ მუშაობენ საკუთარი პროფესიით, ასე რომ შეეცადეთ ისეთი პროფესია შეარჩიოთ, რომლის სიყვრულით შეძლებთ წარმატების მიღწევას, არ უნდა გჭირდებოდეთ იძულება სწავლის და შემდგომში ცოდნის გაღრმავების. ძალიან კარგი თუ თქვენ შეძელით და ჩამოწერეთ უკვე რამოდენიმე პროფესია რომელთა შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. ეს უკვე წინწადგმული ნაბიჯია, მოდით შევეცადოთ აზრიანად შევარჩიოთ უპირატესი ჩამოწერილებიდან..

 

თითოეულ თქვენს მიერ ჩამოწერულ პროფესიაზე იქნება ეს 2-3 თუ მაქსიმუმ 5 რომელთა შორისაც მერყეობთ და არ იცით რომელი აირჩიოთ გაიხედეთ შორს და წარმოიდგინეთ კურსის გავლის შემდეგ თუ სად და როგორად დასაქმდებით, ასევე პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს: [u][i]რა საგნების სწავლა მოგიწევთ ? რა პერსპექტივები გაქვთ განვითარების? შეძლებთ თუ არა მინიმუმ 4 წლის მანძილზე ამ პროფესიის დაუფლებას? ვის იცნობთ ამ პროფესიის ადამიანს ? რატომ ეს პროფესია და არა სხვა ? რამ იმოქმედა თქვენზე, რომ ეს არჩევანი გააკეთეთ? რამდენად პრესტიჟულია და რამდენად მოთხოვნადია? უცხოეთში წასვლის შემთვევაში შეძლებთ თუ არ იქაც თქვენი პროფესიით დასაქმებას? ეს ნამდვილად ჩემი არჩევანია თუ მომახვიეს თავზე? კონკრეტულად რასთან გექნებათ შეხება თქვენი პროფესიით მუშაობისას ?[/i][/u] (მაგალითად ექიმობის შემთხვევაში შეხება გექნებათ ავადმყოფებთან, პაციენტების ნათესავებთან ადამიანებს რომელთაც უჭირთ, ცუდად არ გამიგოთ ეს პრივილეგიაა მაგრამ ვერ შევძლდებდი ასეთი მძიმე განრიგის მქონე სამუშაოზე დასაქმებას და სტრესულ სიტუაციაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას, ასევე მათ ვისაც მოსამართლეობა , პროკურობა, იურისტობა ან გამომძიებლობა სურთ, გაიაზრონ რასთან ექნებათ საქმე და შეხება, როგორც ხვდებით დამნაშავეებთან, კანონთან და ა.შ. გაიაზრეთ როგორი სამუშაო გრაფიკია და როგორი კატეგორიის ხალხთან გექნებათ შეხება და რა გარემოში მოგიწევთ ტრიალი.)

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გადავიდეთ ახალ ეტაპზე. არ დაიზაროთ და მოიძიეთ ახლობლები, ნაცნობები მაინც ან მეგობრები რომლებიც სწავლობენ ან დასქმებულები არიან თქვენი პროფესიით ან მისი განშტოებით, გაესაუბრეთ მათ, ეს თქვენ მხოლოდ გარგებთ. ისინი შეძლებენ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. არ ქნათ ისე რომ ჯერ ჩააბაროთ და შემდეგ უმაღლესს სასწავლებელში დაიწყოთ იმის გარკვევა თუ რას მოიცავს თქვენი პროფესია და აქვს თუ არა მას ის გნხრა რომელიც თქვენთვის არის საინტერესო.

 

არის მომენტები, როდესაც მშობლები აძალებენ ბავშვებს ამა თუ იმ პროფესიის არჩევას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ საკუთარი მოსაზრება არ გაქვთ და ვერ ხედავ გასაგებია, მაგრამ თუ თქვენ ნამდვილად იცით რა გინდათ, როგორ გინდათ მიენდეთ თავს, აუხსენით მათ დაღლამდე თუ რატომ გინდათ ეს რომ ეს თქვენი არჩევანია და მზად ხართ წარმტებას მიაღწიოთ ამ გზით. გახსოვდეთ ასევე, რომ არ არის აუცილებელი უმაღლესსში სწავლა რათა განათლება მიიღოთ და ფინანსური სარგებელი გქონდეთ. უნივერსიტეტი აძლევს ადამიანს ცენზსა და დიპლომს. არც სტივ ჯობს, არც ბილლ გეითს, არც ზუკერბერგს არ უსწავლიათ ბოლომდე უმაღლესში მაგრამ მათ სწორად დასახულმა მიზანმა შეაძლებინა წარამტების მწვერვალზე მოხვედრა.

 

ორიოდე სიტყვით შევეხები უმაღლესს სასწვლებლებს, რადგან პროფესიის არჩევის შემდეგ ჯერი უნივერსიტეტის შერჩევაზე დგება. მიაქციეთ ყურადღება : [u][i]შენობას სადაც ისწავლით, დეტალურად გაეცანით ინფრასტრუქტურას ლექტორებს თუ ვინ ცნობადი სახეები კითხულობენ, რამდენად რეიტინგულია უნივერსიტეტი და რამდენად აქვს ძალა მის დიპლომს, აქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები, რამდენად ჩართულები და აქტიურები არიან სტუდენტები, აუცილებლად დაესწარით ღია კარის დღეს, დაფიქრდით არსებული სწავლის საფასური რამდენად თაფსებადია მიღებული ცოდნის ხარისხთან, ასევე გადახდის პირობები წინასწარ გაიგეთ სანამ შეავსებთ განაცხადს. რამდენად ორგანიზებულია სწავლის მეთოდები. განვითარებადია თუ არა უმაღლესი სასწავლებელი თუ პირიქით. არის თუ არა სხვადახსვა კლუბები და სექციები. აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებს საერთო ჯამში?[/i][/u]