როგორ გავაკეთოთ სანთელი ფორთოხლისგან - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სანთელი ფორთოხლისგან

 

მივდივართ მაღაზიაში ან ბაზრობაზე. ვყიდულობთ ციტრუსებიდან რომელიმეს. ასევე წაიკითხეთ საჭირო ხელსაწყოების სია, რომლებიც დაგვჭირდება სანთლის გაკეთებისას. იმ შემთვევაში თუ ფორთოხალი ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი, მანდარინი და გრეიფრუტიც კი. დავიწყოთ კეთება. გავჭრათ შუაზე. კოვზის გამოყენებით გაასუფთავეთ შიგნით ყველაფრისგან. შეგიძლიათ შიგნიდან გამოღებული ყველაფერი მიირთვათ.

 

გამოსუფთავების შემდეგ უნდა მიიღოთ ასეთი ფორმის ციტრუსი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ახლა გვჭირდება ძველი სანთელი( მისი ნარჩენები) ან პარაფინი. ძველ გამომწვარ სანთლებს ვყრით ლითონის თეფშზე და გავადნოთ ცეცხლზე. პარაფინი დადნება, ამაშობაში კი კაპრონის ნაჭრიდან გავალეთოთ ფითილი მომავალი სანთლისათვის. (ასევე შეგიძიათ ძველი სხვა სანთლის ფითილი გამოიყენოთ.) მოვჭრათ მცირე ზომის თოკი, ჩვენი გადაჭრილი ციტრუსის სიმაღლის შესაბამსი, ეს იქნება სანთლის ფითილი.

 

ერთ ხელში გვიჭირავს ფითილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში და ჩვენი ციტრუსის ფორმა, (ფითილი უნდა იყოს ციტრუსის ცენტრში) ხოლო მეორე ხელში ლითონის თეფში რაზეც არის გაცხელებული პარაფინი და ჩავასხათ შიგნით ფრთხილად.

 

დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, სანამ არ გაცივდება პარაფინი. როგორც წესი ის ძალიან მალე ცივდება და მაგრდება. როგორც კი ის გაგრილდება ჩენი სანთელი ფაქტიურად მზად იქნება. ახლა უკვე დარჩა მისი მცირედი შელამაზება და ანთება რომანტიულ ვახშამზე. იყავით კრეატიული, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ციტრუსებს სასიამოვნო სუნი აქვთ და კარგი არომატის დაყენება შეუძლიათ.