როგორ მოვამზადოთ კრუასანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ კრუასანი

 

ავიღოთ საფუარიანი ცომი გავაბრტყელოთ სიგრძეზე და მივცეთ მართკუთხედის ფორმა (დაახლოებით 21 * 21). შევდგათ მაცივარში (ცომი არ უნდა გაიყინოს). გაციებული ცომი გამოვიღოთ და შუაგულში ჩაუდოთ კარაქი 1სმ. სისქის. ჩამოვაჭრათ კარაქის გასწვრივ ცომი ორივე მხარეს და დავადოთ თავზე კარაქს, ისე რომ კარაქი ზემოდან და ქვემოდან ცომში დაიმალოს. თითის დაჭერით ჩავუმაგროთ კუთხეები და გავაბრტყელოთ სიგრძეზე. გადმოუკეცოთ თავი. მიღებული კვადრატი გავკეცოთ შუაზე და შევდგათ ისევ მაცივარში.

 

გამოვიღოთ მაცივრიდან გაციებული ცომი და ისევ გავაბრტყელოთ დაახლოვებით სიგანეში 15 სმ სიგრძეზე 50სმ. გავჭრათ განიერი გვერდიდან წვერის მიმართულებით.

 

გადავახვიოთ განიერი გვერდიდან წვერის მიმართულებით კრუასანები პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყოთ. გადავუსვათ თავზე კვერცხი ღუმელი გააცხელეთ 200C-მდე და შევდგათ გამოსაცხობათ 12-15 წთ.

 

კრუასანის შიგთავსი კრუასანს შეიძლება სხვადასხვა შიგთავსი ჰქონდეს: კრემი,ქლიავის ჯემი, შოკოლადი, წვრილად დაჭრილი სოკო ნიორთან და ქინძთან ერთად. წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა მწვანე ხახვთან ერთად. წვრილად დაჭრილი პამიდორი ყველთან და მწვანილთან ერთად. გახეხილი ყველი წვრილად დაჭრილ მაგრად მოხარშულ კვერცხთან ერთად.