ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ოჯახი

ურთიერთობა მშობლებთან

როგორ დავალაგოთ ურთიერთობა მამინაცვალთან

როგორ დავალაგოთ ურთიერთობა მამინაცვალთან

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

სამწუხაროდ ჩვენ დროს განქორწინებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სხვადახსვა მიზეზების გამო ოჯახები ინგრევა. მიუხედავად ამისა ცხოვრება გრძელდება და მტკივნეული განშორების შემდეგ შეიძლება დედას გამოუჩნდეს თაყვანისმცემელი, რომელიც იკავებს ყოფილი ქმრის ადგილს მის ცხოვრებაში. ბავშვები, რომლებსაც უწევთ შეეჩვიონ ოჯახში მიმდინარე ცვლილებებს მათთვის რთულია უცხო ადამიანთან შეჩვევა. ამის გამო ხშირად არ არის მარტივი და კარგი უერთიერთობა შვილებსა და მამინაცვალს შორის. მართალია რთულია რადიკალურად ცვილებების შეტანა და ყველაფრის დალაგება მაგრამ ცდას, რომ ამისკენ გადაიდგას ნაბიჯი წინ არაფერი უდგას. აქ არის რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის შედარებით დარეგულირებაში.

 

საფეხურები

  1. 1 შენ შეიძლება გენატრებოდეს ღვიძლი მამა. ეს ყველაფერი ნორმალური მოვლენაა, ბოლო ბოლო ის შენი უახლოესი ადამიანია, მაგრამ უმჯობესია იყო საკუთარ თავთან გულახდილი და აღიარო, რომ იურთიერთობო მამინაცვალთან, როგორც ახალ მასწავლბელთან, ან სულ დაადანაშაული ის განქორწინებაში ეს გაგირთულებს ცხოვრებს შენც და ყველას. დაუმეგობრდი მას. დაიმახსოვრე, ემეგობრო მამინაცვალს არ ნიშნავს ღვიძლი მამის ღალატს!
  2. 2 შენ შეიძლება იგრძნო თავი თითქოს არავის არაფერში სჭირდები. ამ დროს ხომ დედის ყურადღება და სიყვარული მამინაცვლისკენაა მიმართული, შენთვის ნაკლებადცნობილი ადამინისკენ. თხოვე დედას შენთან ერთად გაისეირნოს, ან გაგყვეს მაღაზიებში, კაფეში. კიდევ შეიძლება მოიფიქრო რამე საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დრო გაატაროთ ერთად. ამ ხერხით შენ შეძლებ პირისპირ გაატარო დრო დედასთან და იგრძნო მისი სიახლოვე. ესაუბრე მას დადებითზე და პოზიტიურზე, ნუ დაიწყებ წუწუნს და პრეტენზიების წამოყენებას.
  3. 3 გაიგე, რომ როგორც შენ, ასევე დედას ჭირდება მეგობრები. მას უნდა მეგობარი, რომელიც იქნება თავისი თანასწორი. ეცადე უბრალოდ, რომ გაგიხარდეს მის მაგივრად. დედას ხომ მეგეობარი კაცი გამოუჩნდა მამინაცვლის სახით.
  4. 4 არ დააჩქარო მოვლენები. ნუ მოელოდები მაშინვე სიყვარულს ოჯახის ახალი წევრისგან. მიეცი დრო და საშუელბა მეგობრულ დამკიდებულებას, რომ განვითარდეს. შეიძლება მასაც ჰყავს შვილები, რომლებიც ახსოვს და უყვარს.პირველ რიგში შეეცადე გაიცნო ის. ეცადე უპოვო მას ხასიათის დადებითი თვისებები და არა უარყოფითი. ყველა ადამიანში ხომ არის რაღაც დადებითი და რაღაც უარყოფითი.
  5. 5 თუ მამინაცვალი აწესებს ახალ კანონებს ოჯახში, ხოლო შენ არ მოგწონს ეგ და არ ეთანხმები მას, მაშინ აჯობებს დაელაპარაკო შესაძლო კომპრომისებზე, მოთხოვე, რომ დათმოს რაღაც რაღაცები , სხვა რამის სანაცვლოდ, ასევე შენც გაითვალისწინე მისი. მოლაპარაკებების გზით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, ვიდრე ერთმანეთს უმტკიცოთ სხვადასხვა რამ.
  6. 6 არ დაგავიწყდეს ის ფაქტი, რომ არც მამინაცვლისთვის არის მარტივი ცვლილებებთან შეგუება. თუ გაქვს სურვილი, რომ დაარეგულირო მასთან ურთიერთობა შენ მოგიწევს საამისოდ გარჯა. ნუ გაჯიუტდები და დაიწყე ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლა. ჰარმონია უცებ არ დადგება, ამისათვის ერთობლივი სურვილია საჭირო და შესაბამისი ქმედებები. შეიძლება 1 ან 2 წელი დაჭირდეს ამას.