როგორ მოვიშოროთ ნაოჭები - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა იზრუნოთ იმაზე, რომ შეამციროთ ნაოჭების რაოდენობა მინიმუმამდე. ნაკლებად მოიღუშეთ, კოსმეტიკური საშუალებების წასმის დროს არ დაჭიმოთ კანი. დაკავდით სპორტით. ამას შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს კანი ტონუსში. ხოლო ელასტიურ კანზე კი ნაოჭები ბევრად ნაკლებად ჩნდება.

 

შეარჩიეთ შესაფერისი კრემი ნაოჭების წინააღმდეგ. ცხოვრების თითოეული პერიოდისათვის ცვლილებებს აქვთ შესაბამისი თავისებურებები. არ გამოიყენოთ ნაოჭების მოსაშორებელი კრემი, რომელიც განკუთვნილია უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კანი დროზე ადრე დაკარგავს საჭირო ნივთიერებების წარმოქმნის უნარს. კრემმა უნდა, არა მარტო მოაშოროს ნაოჭები, არამედ კარგად დაატენიანოს კანი.

 

გაიარეთ მასაჟის კურსი. მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიურობას, ეხმარება ნაოჭების გასწორებაში. არ შეწყვიტოთ კურსი. საშუალოდ, მისი ხანგრძლივობაა 10-15 სეანსი. თუ არ გაქვს სალონის სტუმრობის საშუალება, ჩაიტარეთ მასაჟი თავად. გამოიყენეთ მასაჟის კრემი ან ზეთი, რომელიც შეიცავს სახის კანის გამამდიდრებელ ნივთIერებებს.

 

პერიოდულად გაიკეთეთ გამაგლუვებელი ნიღბები. თუ თქვენ იყენებთ კოლაგენიან ნიღბებს, უპირატესობა მიანიჭეთ მათ, რომლებიც შეიცავენ საზღვაო წარმოშობის კოლაგენს. მისი სტრუქტურა ყველაზე უფრო ახლოსაა ადამიანურთან. ყოველ სეზონზე გამოიყენეთ ნაოჭების მოსაშორებელი შრატი, გამოიყენეთ იგი კურსის მიხედვით 10-14 დღე.

 

დაწყებული 35-წლიანი ასაკიდან, შეგიძლიათ ცაიტაროთ მეზოთერაპიის პროცედურა. პროცედურები უფრო ადრე დაწყება არ ღირს იმ მიზეზეით, რომლებითაც არაა მიზნშეწონილი უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის კრემის გამოყენება. მეზოთერაპიის კურსი ჩვეულებრივ შედგება 5-10 პროცედურისგან. წვრილი ნემსის საშუაებით კანის ღრმა შრეებში შეჰყავთ ვიტამინების კოქტეილი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ეხმარებიან კანს ბუნებრივი საშუალებების შედეგად დაჭიმვაში.

 

თუ თქვენ მზად ხართ ნაოჭებთან ბრძოლის უფრო რადიკალური მეთოდების გამოყენებისათვის, ყურადღება მიაქციეთ სალონის სხვა პროცედურებს: ლაზერულ ნანო პერფორაციას, ფოტოგაახალგაზრდავებას, ლაზერულ პილინგს, ბოტულიზმის ტოქსინის ინექციას (ბოტოქსი). ასეთ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგიული ჩარევა შეიძლებ ჩაითვალოს "მძიმე არტილერიად", მაგრამ იგი საშუალებას იძლევა მიიღოთ უფრო საგრძნობი და შესამჩნევი შედეგები, რომელთა შენარჩუნებაც ხდება უფრო ხანგრძლივი დროით.