როგორ გავაკეთოთ გათბობა სათბურში - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ გათბობა სათბურში

 

გამომდინარე მისი ფართობისა და თქვენი შესაძლებლობის მიხედვით შეარჩიეთ სათბურის ასაშენებელად საჭირო სამშენებლო მასალა. სითბოს შესანარჩუნებლად საუკეთესოა ორმაგი შუშის ან პოლიკარბონატისგან დამზადებული სათბურები.

 

საწვავის ხელმისაწვდომი სახეობიდან (შეშა, ქვანახშირი, ტორფი, ბუნებრივი, აირი) გამომდინარე შეარჩიეთ საქვაბის ტიპი. წყლის გამაცხელებელი ქვაბი დააყენეთ სათბურის ტამბურში ან ახლოს მდებარე განცალკევებულ ოთახში.

 

დაამონტაჟეთ მილების სისტემა. სითბოს მატარებლიდან მთავარი მილი დაეშვება მცირე დახრილობით სათბურის ბოლოში. იქ ეს მილი გაიყოფა ოთხ, 50 მმ დიამეტრის მქონე ნაჭრად. ეს მილები გაივლის თითოეული გვერდითი სტელაჟის ქვეშ. სათბურის კედლების გასწვრივ განათავსეთ ბატარეების სექცია, რომლებსაც წყალი ჭერთან მდებარე მთავარი მილიდან მიეწოდება.

 

მთავარი მილიდან გამოიყვანეთ 2 ან 3 მილი, სათბურის სახურავის თითოეულ მხარეს. ისინი გაათბობენ შუშას და არ მისცემენ თოვლს სახურავზე დაგროვების საშუალებას. ბატარეების თითოეულ სექციასა და ცალკეულ მილზე, ტემპერატურის დასარეგულირებლად დააყენეთ ონკანები.

 

საქვაბეში დაბრუნებული ყველა მილი შეაერთეთ ერთთად (სავარცხელივით). ისინი დიამეტრით 7 მმ შევლენ თბოქსელში.

 

საქვაბის ზევით აუცილებელია წყლის ავზის დაყენება. ის დაკავშირებული უნდა იყოს ყვალაზე ზევით მყოფ მკვებავი მილთან. აავსეთ სისტემა წყლით ან სხვა ყინვაგამლე სითხით.