როგორ გავისწოროთ ხერხემალი - rogor.ge

როგორ გავისწოროთ ხერხემალი

 

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი უნდა ჩატარდეს კომპლექსურად და იწყებოდეს რაციონალური, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებით. გარდა ამისა, შერჩეული მეთოდის მიუხედავად თქვენ რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ხერხემლის გასასწორებლად აუცილებელია საწოლის სიმაგრის გაკონტროლება (შეგიძლიათ საწოლზე დადოთ ხის ფანერა). იჯექით სწორად, ამავდროულად მიაქციეთ ყურადღება, რომ სკამი (ასევე მაგიდა, თუ მის წინ ზიხართ) შეესაბამებოდეს თქვენს სიმაღლეს: ჯდომის დროს ფეხები აუცილებლად უნდა ეხებოდეს იატაკს. გარდა ამისა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ გიმნასტიკის შესრულება და სპეციალური სამკურნალო კორსეტის ჩაცმა.

 

სხვათა შორის, გამოჯანმრთელების განუყოფელი ელემენტი არის სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება. საქმე იმაშია, რომ ფიზიკურ სავარჯიშოებს აქვს არა მარტო საერთოგამაჯანსაღებელი ეფექტი, არამედ აუმჯობესებს ტანადობასც, კორექტირებას უკეთებს დეფორმაციებს და ახდენს ხერხემლის მდგომარეობის სტაბილიზირებას. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სამკურნალო ფიზკულტურას დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია მხოლოდ დაწყებით სტადიებზე, თუმცა, იგი გამოიყენება ხერხემლის ნებისმიერი ტიპის გამრუდების მკურნალობის დროს.

 

როგორც უკვე ითქვა, გამრუდების მიზეზი შეიძლება იყოს არაერთი რამ. იმ შემთხვევაში, თუ იგი დაგემართათ, ფეხების განსხვავებული სიგრძის გამო, მაშინ გამოიყენეთ მარტივი რჩევა: მოკლე ფეხის ფეხსაცმელში ჩადეთ შედარებით მაღალი საფენი. ამის შემდეგ სასხრებმა შეიძლება მიიღონ სასურველი ფორმა, რაც დაგეხმარებათ ხერხემლის გასწორებაში.