როგორ ჩავწეროთ ვიდეო მონიტორიდან (დესკტოპიდან) - rogor.ge

როგორ ჩავწეროთ ვიდეო მონიტორიდან (დესკტოპიდან)

 

იმისათვის, რომ მარტივად და მოხერხებულად შეძლოთ მონიტორიდან ვიდეოს გადაღება, ანუ ჩაიწეროს თქვენი მოქმედებები რასაც კომპიუტერში ასრუებთ, იქნება ეს ფილმის ყურება, ნახატების შექმნა, ვიდეო გაკვეთილების გადაღება თუ სხვა საჭიროა მცირე პროგრამა რომელიც სახელია CamStudio მისი გადმოწერა კი სრულაიდ უფასოდ შეგიძლიათ მისი ოფიციალური საიტიდან CamStudio

 

გადმოწერის შემდეგ დაიწყეთ პროგრამის დაყენება, ეს პროცესი ძალიან მცირე დროს წაგართმევთ. პროგრამის მარტივი ინტერფეისის გამო კი მისი გამოყენება ძალიან მარტივია. მგონი არ ღირს ზედმეტად დაკონკრეტება.

 

პროგრამის ჩართვის შემდეგ გამოჩნდება ასეთი ინტეფრეისი, რომელიც სურათზეა მოცემული. დააკლიკეთ ჩაწერის ღილაკს და დაიწყეთ ჩაწერა, აქვე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა მსგავსი პროგრამებისა ამ პროგრამას აქვს ფუნქცია აუდიო მხარდაჭერისა, ანუ მიკროფნის საშუალებით, ასევე შეგიძლიათ სიტყვიერი კომენტარებიც ჩაწეროთ ვიდეოსთან ერთად.

 

როდესაც მორჩებით გადაღებას, ასევე მარტივად შეგიძლიათ შეინახოთ ის სასურველ დირექტორიაში (ფოლდერში მყარ დისკზე).