როგორ გავაკეთოთ უცხოპლანეტელის ეფექტი (Adobe Photoshop)

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ გავაკეთოთ უცხოპლანეტელის ეფექტი adobe photoshop-ში.
საფეხურები
- 1 გახსენით იმ პიროვნების ფოტო, რომელიც გსურთ გადააქციოთ უცხოპლანეტელად.
- 2 შეასრულეთ ბრძანება Filter > Liquify (Shift+Ctrl+X): მარჯვენა მხარეს, პალიტრაში Tool Options დააყენეთ პარამეტრი Brush Size (ფუნჯის ზომა) პიროვნების თავის ზომის მიხედვით. ამ მაგალითში ფუნჯის ზომა დაყენებულია 145 პიქსელზე.
- 3 აირჩიეთ ინსტრუმენტი “Bloat Tool” (B ) და მისი საშუალებით გაადიდეთ პიროვნების თავი.
- 4 ახლა აირჩიეთ ინსტრუმენტი “ახლა აირჩიეთ ინსტრუმენტი “Pucker Tool” (S ). მიიტანეთ ფუნჯის ცენტრი ნიკაპზე, დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს და არ აუშვათ მანამდე, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
- 5 დააპატარავეთ ფუნჯის ზომა და კვლავ ”Pucker Tool”-ის მეშვეობით გაწელეთ პიროვნების ყურები, დააპატარავეთ ცხვირი და პირი.
- 6 კვლავ აირჩიეთ ინსტრუმენტი “Bloat Tool” (B ) და გაადიდეთ თვალები.
- 7 აირჩიეთ ინსტრუმენტი ”Forward Warp Tool” (W ), ფუნჯის ზომა დააპატარავეთ და აწიეთ ზევით ტუჩების კუთხეები თუ გსურთ, რომ თქვენი უცხოპლანეტელი იღიმებოდეს.
- 8 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Hue/Saturation (Ctrl+U):