როგორ შევაყვაროთ თავი ბიჭს - rogor.ge

როგორ შევაყვაროთ თავი ბიჭს

 

იყავით ბუნებრივი. თუ გსურთ, რომ იგივე მიიღოთ სხვისგან - არ ეცადოთ იყოთ ის, ვინც არ ხართ სინამდვილეში. მოდუნდით, იყავით თავისუფალი და არ ეცადოთ ყურადღების სპეციალურად მიქცევას. მოიქეცით ზუსტად ისე, როგორც გსურთ და როგორც იქცევით ხოლმე.

 

თუ გსურთ, რომ მამაკაცში "გააღვიძოთ მტაცებელი", გახდით გაუჩინარებადი ნადავლი. დაიჭირეთ დისტანცია და არ მისცეთ შეხების უფლება, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. მიაქციეთ რაც შეიძლება ცოტა ყურადღება. უკეთესი იქნება თუ გაუკეთებთ იგნორირებას და მოერიდებით, მაგრამ ყოველთვის დაუტოვეთ მამაკცს თქვენი კეთილდანწყობის მოპოვების, დაუფლების შანსი. აბსოლუტური მიუკარებლობის შთაბეჭდილების შექმნის დროს მთავარია არ გარიყოთ პარტნიორი. გააღიზიანეთ, გააგებინეთ, რომ ამ დევნაში მას აქვს წარმატების მიღწევის შანსი.

 

იყავით სუსტი. სისუსტე - არ ნიშნავს ცხოვრებისეულ სირთულეებზე ან ქრონიკულ დაავადებებზე საუბარს. პირიქით, შეატყობინეთ თქვენს შესახებ რაც შეიძლება მცირე ინფორმაცია, გაწყვიტეთ საუბარი ყვენაზე მნიშვნელოვან მომენტში, რათა მას სურდეს გაგრძელების მოსმენა. მამაკაცის ჩაგთვლით სუსტად, თუ თქვენ მუდამ დაგჭირდებათ მისი დახმარება: იყიდეთ ზედმეტად ბევრი პროდუქტი და არ შეგიძლიათ თავად მისი წაღება; თქვენ გჭირდებათ რაიმე მძიმეს გადატანა, ან შეკეთება. წრფელად გადაუხადეთ მადლობა დახმარებისათვის: "შენს გარეშე ვერაფრით ვერ შევძლებდი!". არაფერი ისე არ მოისყიდის მამაკაცს, როგორც საკუთარი ძალის, დამოუკიდებლობის და უპირატესობის გაცნობიერება.

 

ურთიერთობაში არსებული დისტანცია ნელ-ნელა შეამცირეთ, მაგრამ ყოველთვის მარაგში იქონიეთ რაიმე საიდუმლო, რათა დააინტერესოთ მამაკაცი ან უბრალოდ მიიქციოთ მისი ყურადღება. მთავარია - შეინარჩუნოთ იგი დიდი ხნის განმავლობაში. ამაში კი დაგეხმარებათ მისი ცნობისმოყვარეობა და ყველა საიდუმლოს ამოცნობის სურვილი.

 

მოითხოვეთ ზრუნვა და მუდმივი ქმედება. აიძულეთ მამაკაცს მუდამ რაღაცის გაკეთება (ჩადენა). გულის სიღრმეში იგი ყველა საქციელს, თქვენს წინაშე საკუთარი გრძნობების დამადასტურებლად ჩათვლის. შეაქეთ იგი ყოველ ჯერზე, მაგრამ ყოველთვის დაუტოვეთ იმის გრძნობა, რომ მას ბევრად მეტი შეეძლო გაეკეთებინა და თქვენ მისგან უფრო დიდი მაშტაბის ქმედებას ელოდით. ოარტნიორზე ზრუნვა და მისი აღიარების მოსაპოვებლად ჩადენილი საქციელი - გრძნობების გასამყარების საუკეთესო საშუალებაა.

 

არ გაჩერდეთ უქმად. თქვეც მოგიწევთგარჯა. პირველ რიგში ეს ეხება გარეგნობას: ძველი გაწელილი ჟაკეტების და შარვლების სახლში ჩაცმაც კი არ შეიძლება. მუდამ იყავით საბრძოლო მზადყოფნაში, არ არის აუცილებელი, მაგრამ მოხდენილი გარეგნული იერსახე ძლიერად ზემოქმედებს მამაკაცზე. ლამაზად დავარცხნილი თმები, მოვლილი თითები, სუნამოს მსუბუქი არომატი - ზოგჯერ ესეც კი საკმარისია სილამაზის შტაბეჭდილების შესაქმნელად.