როგორ მივიქციოთ იმ ბიჭის ყურადღება, რომელიც მოგვწონს - rogor.ge

როგორ მივიქციოთ იმ ბიჭის ყურადღება, რომელიც მოგვწონს

 

იზრუნეთ გარეგნულ მხარეზე ტყუილად არ ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილების დროს მთავარია გარეგნული მხარე. ბიჭისათვის, რომელიც არ გიცნობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარეგნობა. ამიტომაც შეეცადეთ გამოიყურებოდეთ უნაკლოდ. მაგრამ არ არის საჭიროა ამ პროცესში საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. მაშინაც კი, თუ თქვენს რჩეულს მოსწონს როკი და მოტოციკლები, ხოლო თქვენ გაწყობთ მხოლოდ რომანტიული კაბები, არ არის საჭირო ტყავის ჩაცმა. გადაკვეთის წერტილების მოძებნა ასეთ შემთხვევებში შეიძლება სხვა სფეროში. ამიტომაც, აქცენტი გააკეთეთ მსუბუქ მაკიაჟსა და ლამაზ ვარცხნილობაზე.

 

გაიგეთ მის შესახებ მეტი შეეცადეთ იპოვოთ საერთო ნაცნობები, დაინტერესდით უცნობი ბიჭის ჩვევებითა და გატაცებებით. ასევე ზედმეტი არ იქნება მისი ოჯახური სტატუსის გაგება. შესაძლოა მას უკვე ჰყავდეს რჩეული. თუ თქვენ შეძლებთ მისი სახელისა და გვარის გაგებას, მაშინ თქვენს დასახმარებლად მოვლენ სოციალური ქსელები :) იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ანგარიში რომელიმე ინტერნეტ-საზოგადოებაში. თქვენთვის საინტერესო პიროვნების სოციალურ ქსელებში პოვნით, ბევრად უფრო მარტივი გახდება მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და საერთო ნაცნობების გამონახვა.

 

დაეკონტაქტეთ პირველი თუ თქვენ ხშირად ხედავთ ბიჭს, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, სამსახურში ან უნივერსიტეტში, მაშინ შეეცადეთ ცოტათი მაინც დაუახლოვდეთ მას. დაიწყეთ მაცდური გამოხედვებით. თვითონ ფაქტი, რომ მომხიბვლელი გოგონა აქცევს მას ყურადღებას - იწვევს ინტერესს. მაგრამ ზედმეტი არც ეს ივარგებს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. თუ თქვენ შეამჩნევთ საპასუხო დაინტერესებულ გამოხედვას, მაშინ შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ დაწყებული საქმე. მიუახლოვდით და ჰკითხეს ნებისმიერი რამის შესახებ. თუ იგი უკვე დაინტერესებულია თქვენით, მაშინ თქვენ შორის გაებმება საუბარი.

 

დაუახლოვდით შეიტყვეთ მისი შაბათ-კვირის გეგმების შესახებ, მისგან ან საერთო ნაცნობების საშუალებით. თუ თქვენ შეძლებთ სად წავა იგი დასასვენებლად, მაშინ არ გაუშვათ შანსი ხელიდან. მოემზადეთ შესაბამისად, შეარჩიეთ ყველაზე განსაცვიფრებელი ჩაცმულობა და თუნდაც ეხთხელ მაინც, მოხვდით მისი მხედველობის არეში. სავარაუდოდ იგი ამ შეხვედრას ბედისწერას ან სასიამოვნო დამთხვევას მიაწერს და არ გაუშვებს ხელიდან თქვენი ახლოს გაცნობის შანსს.