როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების პოლიკისტოზი - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების პოლიკისტოზი

 

პოლიკისტოზის მკურნალობა შეიძლება იყოს მხოლოდ სიმპტომური. მოერიდეთ დიდ დატვირთვას, ხანგრძლივ სიარულს, მოერიდეთ ინფექციებს, გაციებით გამოწვეულ დაავადებებს. ყურადღება მიაქციეთ კბილებისა და ცხვირ-ყელის მდგომარეობას.

 

მაკროჰემატურიის (სისხლი შარდში) გაჩენის შემთხვევაში დაიცავით მკაცრი წოლითჲ რეჟიმი, ეს დაგეხმარებათ სისხლდენის სხვადასხვა სახის წამლების გარეშე შეჩერებაში.

 

მიიღეთ საკვები, რომელიც შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცილებს (რძე, არაჟანი), შეზღუდეთ ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება. ასევე მინიმუმამდე შეამცირეთ ნატრიუმის (საჭმელი მარილის) მიღება.

 

თუ პოლიკისტოზს თან ახლავს პიელონეფრიტი (სერიოზული უროლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმელებში ძლიერი ანთებითი პროცესის გაჩენით), აუცილებელია ანტიბაქტერიული მკურნალობა, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ, შარდის მიკროფლორაზე დათესვის შედეგების მიხედვით, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობით.

 

თირკმელების პოლიკისტოზის დროს შესაძლებელია ქირურგიული მკურნალობა, მაგრამ მხოლოდ გარკვეული გართულებების წარმოქმნის შემთხვევაში: კისტის დაჩირქებისას, ჰიპერტენზიის დროს, რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას, ასევე დიდი კისტების შემთხვევაში, რომლებიც აწვებიან მაგისტრალურ სისხლძარღვებს. ოპერაცია ასევე კეთდება საშარდე მილში არსებული დიდი ზომის ქვებისა და კისტის ავთვისებიანი სახეცვლილებების შემთხვევაში.

 

ქირურგიული დეკომპრესია გეხმარებათ კისტების ზომის შემცირებაში, ამცირებს თირკმელშიდა წნევას, ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს თირკმელის მიკროცირკულაციას. ეს პროცესი მოიაზრებს ძლიერ გაცხელებული მწველების შეყვანას სხეულის გარკვეულ ქსოვილებში დიდ სიღრმეზე, რაც მიზნად ისახავს პოლიკისტოზის მკურნალობას.

 

დღესდღეისობით ქირურგიული მეთოდი, რომლის თავად არჩევაც შეგიძლიათ, არის კისტის ფუნქციის გაკეთება. მედიკამენტების თირკმელში შეყვანის გზით ხდება კისტის მოშორება. ეს პროცედურა, როგორც წესი, ტარდება ამბოლატორიულად.