სამსახური და კარიერა

საოფისე უნარჩვევები

როგორ გავაკეთოთ კომპანიის ლოგო ინტერნეტში

როგორ გავაკეთოთ კომპანიის ლოგო ინტერნეტში

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ მარტივია ისეთი საიტები მოძებნა, რომლებიც საშუალებას მოგცემენ თქვენი გემოვნებისა და ფანთაზიის მიხედვით შექმნათ კომპანიის ლოგო "უფასოდ". მიუხედავად ამისა თითოუელ მათგანს გააჩნია საკუთარი სიმბოლოების ან მაგალითეს ნაკრები, რომელთა დიზაინშიც მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ. თითქმის ყველა შემთხვევაში ლოგოს მოდიფიკაციის დასრულების შემდეგ საიტი ითხოვს გარკვეულ თანხას მის გადმოსაწერად. ამ ინსტრუქციაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ საიტს, რომელიც ჩემი აზრით, ბევრ აკპექტში სჯობს სხვებს და გვაძლევს შესაძლებლობას "მოვიპაროთ' შექმნილი ლოგოპიტი საიტიდან.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • www.freelogoservices.com
  • Paint

საფეხურები

  1. 1
    გახსენით საიტი - freelogoservices და დააჭირეთ გვერდის შუა ნაწილში მოთავსებულ ღილაკს - Try It Fee Now.
  2. 2
    შემდეგ ვერდზე თქვენ უნდა აირჩიოთ კომპანიის კატორია ჩამონათვალში და ქვედა ველებში მიუთითოთ კომპანიის დასახელება. მეორე ველის შევსება არ არის სავალდებულო. მონაცემების შეყვანის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - Choose a Design.
  3. 3
    სეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლოგოს ვარიანტი, მიიტანეთ მასთან მაუსი და გამოჩენილი ღილაკებიდან აირჩიეთ - Edit Now.
  4. 4
    გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც თქვენ იხილავთ ამორჩეული ლოგოს რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.არჩევანის გაკეთების შემდეგ დაიწყება ლოგოს რედაქტირება.
  5. 5
    თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ მოცემული ლოგოს ფერი, ზომა, ტექსტი, ზომა, მასშტაბი საიტზე არსებული სპეციალური ედიტორის საშუალებით.
  6. 6 საიტის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ლოგოს შესანახად საჭიროა მიღებული ლოგოს შეძენა, მაგრამ მე გირჩევთ საკმაოდ მარტივი ხერხის გამოყენებას, რომლის საშუალებითაც თქვენ თავს აარიდებთ ფინანსურ დანახარჯს. ლოგოს "მოსაპარად" საჭიროა სურათი გადაუღოთ ეკრანის გამოსახულებას და გადაიტანოთ იგი სურათებთან სამუშაო პროგრამაში მაგ. Paint, Photoshop და სხვა.
    ამ პროგრამების საშუალებით მარტივად შეძლებთ უჯრების ნაკვალევის ამოშლას ლოგოს გამოსახულებიდან.
  7. 7 მათ, ვინც არ იცის ეკრანზე არსებული გამოსახულებისათვის სურათის გადაღება, იხილეთ ინსტრუქცია - როგორ გადავუღოთ სურათი მონიტორის გამოსახულებას.
    გისურვებთ წარმატებას!