როგორ მოვამზადოთ ერბო-კვერცხი ყვავილოვანი კომბოსტოთი

ძალიან საინტერესო და ადვილად მოსამზადებელი ერბო-კვერცხის ვერსია.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხახვი - 1-2 თავი
- ერბო ან ზეთი - 2 სუფრის კოვზი
- კვერცხი - 3 ცალი
- ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო თავი
- რაჟანი, მწვანილი,მარილი - გემოვნებით
საფეხურები
- 1 ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე; დავახუროთ თავსახური და ნელ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ.
- 2 შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი. კვლავ დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე, ვიდრე კვერცხი შეიწვება. გადმოდგმის დროს შეიძლება მოვასხათ არაჟანი ან მაიონეზი.