ჯანმრთელობა

ქალების ჯანმრთელობა

როგორ აღვიდგინოთ მკერდი ბავშვის კვების შემდეგ

როგორ აღვიდგინოთ მკერდი ბავშვის კვების შემდეგ

ავტორი: ნინო ბერიძე

ბავშვის მკერდით კვების პერიოდის დასრულების შემდეგ დედის სარძევე ჯირკვლებში მიმდინარეობს ინვოლუცია. მკერდი იცვლის ფორმას და ხდება ნაკლებად მკვრივი. მისთვის წინა ფორმის დაბრუნებაში დაგეხმარებათ რამდენიმე მარტივი პროცედურა.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 1
  • 100 გრ უცხიმო ხორცი
  • 1 ჭიქა რძე
  • С ვიტამინის ტაბლეტები
  • 5
  • ხაჭო
  • ზეითუნის ზეთი
  • ფორთოხალი ან ლიმონი
  • გვირილას ნახარში

საფეხურები

  1. 1 მიირთვით ყოველდღე 100 გრამი უცხიმო ხორცი ან თევზი და დალიეთ ერთი ჭიქა რძე. ამინომჟავების შემცველი ცხოველურ ცილები, სარძევე ჯირკვლებში კოლაგენის გამომუშავებისათვის, ასრულებენ ჩარჩოს ფუნქციას. სწორედ კოლაგენია პასუხისმგებელი მკერდის ელასტიურობასა და ტონუსზე. მიიღეთ ვიტამინი С ტაბლეტის ფორმით ან ყოველდღიურად დალიეთ ციტრუსების ახლადდაწურული წვენი. ასკორბინის მჟავა, ასევე ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებასა და სისხლძარღვების კედლების გამაგრებას.
  2. 2 ჩაიტარეთ წყლის პროცედურები. კონტრასტული შხაპიი, წყლის ჭავლის მასაჟი - ამ ყოველდღიურ, მარტივ მოქმედებებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც მკერდი გახდება უფრო მკვრივი და დაჭიმული. ყოველდღიურად ჩაიტარეთ კონტრასტული კომპრესები: ჯერ რამდენიმე წუთით მიიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი, შემდეგ კი - ცივ წყალში დასველებული.
  3. 3 სარძევე ჯირკვლები ემაგრება მკერდის კუნთებს, მათ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება აწეული მკერდი. მკერდის კუნთების გაუმჯობესება შესაძლებელია ყოველდღიური დილის გიმნასტიკით. გამოიყენეთ მოძრაობები ხელით, გაამოძრავეთ ისინი, თითქოს ბურთს თამაშობთ ან ცურავთ. იმისათვის, რომ იგრძნოთ მკერდის კუნთის მუშაობა, მიიდეთ ხელის გულის მკერდის ცოტათი ზევით, ასწიეთ ხელი ამ მხრიდან, ცოტათი მოხარეთ იდაყვში და დაჭიმეთ. როცა მკერდის კუნთი შეიკუმშება, მკერდი ცოტათი წამოიწევა. ჩაატარეთ რამდენიმე ექსპერიმენტი და იპოვეთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური ვარჯიშები.
  4. 4 მკერდის გარეგნული იერსახისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლების კანის მდგომარეობას. ბავშვის კვების პერიოდში ის არაერთხელ დამუშავდა საპნის ხსნარითა და ანტისეპტიკით, ახლა საჭიროსა მისი ტენიანობის აღდგენა. ამისათვის გამოიყენეთ კვებითი და დამატენიანებელი კანის ნიღაბი.
  5. 5 ათქვიფეთ 2 კოვზი ხაჭო და 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. წაისვით ნაზავი სარძევე ჯირკვლებსა და დეკოლტეს მიდამოებში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილას ნაყენით. ასეთი ნიღბის გაკეთება საჭიროა კვირაში ერთხელ.