როგორ გავისუფთავოთ ღვიძლი ტოქსინებისგან - rogor.ge

როგორ გავისუფთავოთ ღვიძლი ტოქსინებისგან

 

ღვიძლის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს ხარისხიან კვებას - მისი ჯანმრთელობისათვის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედების მთავარი წყაროს. საკვებისგან მიღებული ყველა კომპონენტი სისხლთან ერთად გადის ღვიძლში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა მათი დიდი ნაწილი ილექება ბალასტის სახით და ამცირებს ღვიძლის ფილტრაციულ შესაძლებლობას.

 

ღვიძლი წმენდს სისხლს არა მარტო ტოქსინებისგან, არამედ მის ძირითად ფუნქციად შეიძლება ჩაიტვალოს სისხლის მკვდარი ერითროციტებისგან გაწმენდა, რომელთა სტაგნაციის შემთხვევაშიც თავისუფლდება პიგმენტი - ბილირებინი. სწორედ ღვიძლი, ნაღვლის ბუშტთან ერთად, არის პასუხისმგებელი მის გადამუშავებასა და უტილიზირებაზე. მისი სტაგნაციის შემთხვევაში ყალიბდება "ბილიბურინული საცობები", რომლებიც არღვევენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.

 

თუმცა, ეს არ არის სისხლში ტოქსინების დაგროვების ერთადერთი ფაქტორი, ამიტომ აუცილებელია ღვიძლის რეგულარული გასუფთავება. ხოლო ამის გაკეთება შესაძლებელია არაერთი ხერხით - გაყოფილი კვების, სხვადასხვა დროის განმავლობაში შიმშილობის ან ყრუ გამორეცხვის დახმარებით.

 

ღვიძლის გასაწმენდად, კვების რაციონიდან აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული ხორცეული, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ასევე არანატურალური წარმოშობის პროდუქტები. კვების მენიუ ძირითადად უნდა შედგებოდეს ნედლი ბოსტნეულისა და ხილისაგან. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჭარხლის, ვაშლისა და ციტრუესბის წვენებს.

 

ღვიძლის გაწმენდა მცირეხნიანი ან მხოლოდ წვენების მიღებით შიმშილობის დროს აქცენტი კეთდება ორგანიზმის თვითგაწმენდაზე, პირველ რიგში ნაწლავების ნაწილობრივ გაწმენდაზე. შიმშილობის პერიოდში საჭიროა მიიღოთ სითხის გაზრდილი რაოდენობა, რათა გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინები, მჟავებისა და მარილებისაგან. ხოლო, ღვიძლის წიდებისაგან გასათავისუფლებლად, აუცილებელია მიიღოთ ორთქლის აბაზანები რეგულარულად - კვირაში ერთხელ, ხოლო ღვიძლის გაწმენდის პრიოდში კი, კვირაში ორჯერ.

 

ღვიძლის ყრუ გამორეცხვა უზრუნველყოფს უფრო ძირეულ გაწმენდას, ვინაიდან ამ ორგნოსა და ნაღვლის სადინარების ბილიბურინული კენჭებისგან გათავისუფლების შემდეგ, იზრდება ღვიძლის ფილტრაციული შესაძლებლობები. ღვიძლის ყრუ გამორეცხვის ჩატარება შეიძლება წელიწადში ერთხელ (2-3-4ჯერ მიყოლებით) და უმჯობესია ადრე გაზაფხულზე - ღვიძლის მაქსიმალური აქტივობის დროს. ამ პროცედურის შესრულებამდე აუცილებელია ნაწლავების გასუფთავება.

 

გასუფთავებამდე ერთი კვირით ადრე აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტის დაცვა. შემდეგ კი, ყრუ გამორეცხვამდე 3 დღით ადრე, უნდა მიიღოთ ახლადგაწურული ვაშლის წვენი რბილეულის გარეშე (ნებისმიერი რაოდენობით). მესამე დღეს დილით, გაიკეთეთ ოყნა და საღამოს 7 საათამდე დალიეთ მხოლოდ წვენი. შემდეგ მოამზადეთ ერთი ჭიქა (200მლ) ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი, ასევე ცხელი სათბურა (ე.წ. გრელკა).

 

საღამოს 7 საათზე მიიღეთ ნავეხრად-მწოლიარე მდგომარეობა, ხოლო ღვიძლის ადგილზე (მარჯვენა მხარეს მდებარე ნეკნების ქვედა ნაწილში) მიიდეთ სათბურა. შემდეგ კი, ყოველი 15 წუთის შემდეგ დალიეთ 3 ს/კ ზეთი და ლიმონის წვენი იქამდე, სანამ არ დამთავრდება მთელი პროპორცია, რის შემდეგაც, მდგომარეობის შეუცვლელად, შეგიძლიათ თანდათან დაიძილოთ.

 

რამდენიმე საათის შემდეგ გაგიჩნდებათ ორგანიზმში არსებული ნივთიერებების გამოთავისუფლების სურვილი. ექსკრეციასთან ერთად ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება ბილიბურინული საცობები (სხვადასხვა ფორმის მუქი-მწვანე კენჭები), ლორწო და ფეკალური მასა. ამის შემდეგ საჭიროა ოყნის გაკეთება და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიად მსუბუქად ისაუზმოთ.

 

ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი მთავრდება 3-4 კუჭში გასვლი, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად ახლავს სისუსტე, შეციება და დეფეკაცია. ბილიბურინული კენჭებისგან გათავისუფლების შემდეგ მდგომარეობა სტაბილიზირდება. ზოგჯერ ერთი პროცედურა არ არის საკმარისი ღვიძლის მთლიანად გასასუფთავებლად, რასაც თან ახლავს სიმძიმის გრძნობა მარჯვენა მხარეს მდებარე ნეკნების ქვედა ნაწილში. ამიტომაც საჭიროა გასუფთავების პროცედურის გამეორება 2 კვირის შემდეგ კიდევ 2-3 ჯერ. ღვიძლის გაწმენდის შემდეგ 1-2 კვირის განმავლობაში აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტის დაცვა.