როგორ მოვამზადოთ ხაჭოს კექსი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს კექსი

 

ხაჭო გაწურეთ. ქიშმიში რომში ჩაალბეთ. ლიმონი გარეცხეთ და გაამშრალეთ. გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი.

 

ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ღუმელი გააცხელეთ 180C-მდე. კარაქი , შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. 1 ჩ.კ. ცილა მინანქრისათვის შეინახეთ. დარჩენილ ცილას დაუმატეთ 2 მწ. მარილი , ლიმონის ცედრა, 3 ს.კ. ლიმონის წვენი , ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. შეურით ქიშმიში და ხაჭო.

 

ფორმას წაუსვით ცხიმი , ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 1 სთ. როდესაც ნამცხვარი გაცივდება , ფორმა ლანგარზე გადმოაბრუნეთ. გარგარის ჯემი წამოადუღეთ და გაატარეთ საცერში. ცხელი ჯემი ნამცხვარს ფუნჯით რამდენიმეჯერ გადაუსვით და დადგით გასაშრობად.

 

შაქრის პუდრა გაცერით. შეურიეთ დარჩენილი ლიმონის წვენი , კვერცხის ცილა და მოამზადეთ სქელი მინანქარი და მოაყარეთ დაჭრილი ფსტა.