
ინსტრუქცია ატმის ნამცხვირს მომზადებაზე.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ატამი - 600 გრ.
- დარბილებული კარაქი - 200 გრ.
- შაქარი - 150 გრ.
- ცომის საფხვიერებელი - 1 ს.კ.
- რძე - 1/4 ლ.
- ფქვილი - 300 გრ.
- პაკეტი პუდინგი კრემისათვის, რომელიც ცხობისას არ ფუჭდება - 1 ც.
- კვერცხის გული - 1 ც.
საფეხურები
- 1 ღუმელი გააცხელეთ 200C-მდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. ატამი გათალეთ, შუაზე გაჭერით და გამოაცალეთ კურკა.
- 2 ფქვილის, კარაქის, შაქრისა და კვერცხის გულისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, ჩადეთ ფორმაში და ხელით გაასწორეთ.
- 3 პუდინგის კრემი რძესთან ერთად ათქვიფეთ პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით. კრემი წაუსვით ცომს და ზემოდან ატმის
ნაჭრები მოაწყვეთ. აცხვეთ ღუმელში 200C-ზე 55 წთ.