როგორ მოვიქცეთ ქიმიოთერაპიის დროს (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ქიმიოთერაპიის დროს (ზოგადი რჩევები)

 

ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაიტანეთ მომდევნო დღისათვის, როცა უკეთ იგრძნობთ თავს.

 

ეცადეთ დაინტერესდეთ და დაკავდეთ რაიმე ახლით.

 

ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მკურნალობა დროს მოითხოვს. შეეგუეთ ამას.

 

ეცადეთ მოდუნდეთ, მიიძინეთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა თემებზე.

 

გახსოვდეთ, რომ მაღალკალორიული და ვიტამინიზირებული საკვები ძალიან დაგეხმარებათ ორგანიზმის აღდგენის პროცესში.

 

გაამახვილეთ ყურადღება ზოგად ჰიგიენაზე - მიიღეთ თბილი შხაპი,

 

დრო და დრო აწარმოეთ დღიური, სადაც ჩაინიშნავთ შეკითხვებს ექიმისათვის.

 

[u]არ მოეშვათ და მკურნალობის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი გამოიჩინეთ სიმტკიცე.[/u]

 

თუ მალე იღლებით, შეზღუდეთ აქტიური მოძრაობა, მოისვენეთ და შეასრულეთ მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მიიღეთ მკურნალობა, როგორც მიზანი, რათა გაგიადვილდეთ მისი სწორად აღქმა.