როგორ გავიზარდოთ და გავიმკვრივოთ ბიუსტი - rogor.ge

როგორ გავიზარდოთ და გავიმკვრივოთ ბიუსტი

 

იქამდე, სანამ დაიწყებდეთ ბიუსტის გასამკვრივებელ სავარჯიშოებს, შეასრულეთ კუნთების მცირე გახურება. კერძოდ კი, 10-15 წრიული მოძრაობა მხრებით წინ და უკან. იმავე რაოდენობის წრიული მოძრაობა გაშლილი ხელებით.

 

აიღეთ ორი ჰანტელი, დაწექით ზურგზე, წინ გაწიეთ იდაყვში ცოტათი მოხრილი ხელება და გააჩერეთ მკერდის სიგრძეზე. ღრმად ჩაისუნთქეთ. ნელ-ნელა გაშალეთ ხელები განზე იქამდე, სანამ იდაყვი არ შეეხება იატაკს. ამოისუნთქეთ. ნელა ასწიეთ ხელები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ბიუსტის გამკვრივების ასეთი მარტივი სავარჯიშოს შესრულება საჭიროა 15 ჯერ.

 

დაწექით ზურგზე და გაშალეთ მარჯვენა ხელი ჰანტელით თეძოს გასწვრივ. მარცხენა ჰანტელიანი ხელი კი ასწიეთ ზევით ისე, რომ იგი აღმოჩნდეს მკერდის გასწვრივ. შეცვალეთ ხელების მდგომარეობა, მაგრამ ამავდროულად არ მოხაროთ ისინი იდაყვში. სავარჯიშო გაიმეორეთ 20 ჯერ.

 

ქალის ბიუსტის გამკვრივებისა და გაზრდისათვის სასარგებლოა აზიდვები. დადექით მუხლებზე, განზე დაალაგეთ ხელები ისე, რომ მაჯები იყოს ბეჭების სახსრების გასწვრივ, ნელა გასწიეთ ფეხები უკან. მოხარეთ და განზე გაშალეთ იდაყვები. არ მოხაროთ ზურგი და არ დახაროთ თავი, დაეშვით რაც შეიძლება ქვევით. ასეთი აზიდვების გამეორება საკმარისი იქნება 10 ჯერ.

 

დადექით მუხლებზე ისე, რომ ხელის გულებით ეყრდნობოდეთ იატაკს, ხოლო თითები მიმართული იყოს წინ. ნელა მოიხარეთ ხერხემალში, ფეხების მოუხრელად მიუახლოთ საჯდომი და თეძოები იატაკს. ბეჭები გასწიეთ უკან და ქვევით, ხოლო თავის წვერი ასწიეთ მაქსიმალურად ზევით. დააფიქსირეთ ასეთი მდგომარეობა ერთი წუთის განმავლობაში და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. დაისვენეთ 20 წამი და გაიმეორეთ ეს სავარჯიშო რამდენჯერმე.

 

დამდგარ მდგომარეობაში, მკერდის წინ შეაერთეთ ხელის გულები. მაგრად მიაჭირეთ ისინი ერთმანეთს 6 წამის განმავლობაში, შემდეგ კი მოადუნეთ 4 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 15 ჯერ. სავარჯიშოს ეფექტის გასაზრდელად ხელის გულებს შორის შეგიძლიათ დაიჭიროთ რეზინი ბურთი.