როგორ მოვიქცეთ კუჭის აშლილობისას (ხალხური რჩევები)

დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. დიარეის გამომწვევი მიზეზებია: ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, საკვების აუტანლობა, რეაქცია მედიკამენტებზე, ნაწლავების ქრონიკული დაავადებები, ნაწლავების ფუნქციური დარღვევები, ქრონიკული დაავადებები და მოგზაურობა.
საფეხურები
- 1 დღეში რამდენჯერმე დალიეთ პიტნის ჩაი. უკეთესია გარეულიპიტნა - ვისაც მუცელი ებერება და გაზები უგროვდება, პირველი საშუალება არის .
- 2 დალიეთ ასევე პანტა მსხლის ნახარში.
- 3 მიიღეთ მოცვის კისელი.
- 4 მაყვლის ბუჩქს თავებზე აქვს კოკრები. ეს კოკრები სეაგროვეთ, მოხარშეთ და სუფრის კოვზით მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
- 5 ათი ცალი თითის სიგრძე მაყვალის ფესვი ხარშეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში, ვიდრე ნახევარზე ადუღდება. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. მიიღეთ დღეში 3 -ჯერ სუფრის კოვზით. ბავშვებს მიეცით დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით.
- 6 მიიღეთ მოხარშული ბრინჯის წვენი.
- 7 ბროწეულის კანი მოხარშეთ და მიიღეთ დამტკბარი.
- 8 ანწლის ნაყოფის შაქრიანი ნაყენი მიიღეთ თითო ჩაის კოვზით დღეში ორჯერ. სისხლენაც რომ გქონდეთ, შეწყდება.