როგორ გავაკეთოთ მზის ჩასვლის ეფექტი (Adobe Photoshop)

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ გავაკეთოთ მზის ჩასვლის ეფექტი Adobe Photoshop-ში.
საფეხურები
- 1 გახსენით სასურველი ფოტო. მაგ:
- 2 მოახდინეთ ფენის კოპირება ორჯერ ბრძანებით Layer > Duplicate Layer. გააქტიურეთ შუა ფენა და შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Photo Filter შემდეგი მონაცემებით:
- 3 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Brightness/Contrast:
- 4 დამალეთ ზედა ორი ფენა (ამისთვის დააწკაპუნეთ ფენების გასწვრივ მდებარე თვალის გამოსახულებაზე).
- 5 გააქტიურეთ ფენა ”Background” და შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Match Color:
- 6 გააქტიურეთ და გამოაჩინეთ შუა ფენა და შეასრულეთ ბრძანება Layer > Layer Mask > Reveal All. ამოირჩიეთ ხელსაწყო ”Gradient Tool” (G). ხელსაწყო ოფციათა პანელში აირჩიეთ გრადიენტის ტიპი ”Reflected Gradient”, ხოლო ფერები დააყენეთ შემდეგნაირად:
დააჭირეთ და არ აუშვათ Shift-ს და ამავდროულად დააწკაპუნეთ სურათის თავში და ჩამოუსვით გრადიენტის ხაზი სურათის ბოლომდე. - 7 გამოაჩინეთ ზედა ფენა და დააყენეთ მისი ”გამჭვირვალობა” (“Opacity”) 11%-ზე.