როგორ დავიპატარავოთ მკერდი - rogor.ge

როგორ დავიპატარავოთ მკერდი

 

ვიზუალური დაპატარავება ყველაზე მარტი მეთოდია - მკერდის ზომის ვიზუალურად შემცირება, რაც გულისხმობს მომდგარი ეფექტის მქონე ბიუსტჰალტერის ტარებას. იგი იკერება მჭირდო ქსოვილებისგან და მისი "ფინჯანები" მთლიანად ფარავენ მკერდს. ვიწრო ნაკერების წყალობით, რომლებიც გადიან მკერდის შუა ნაწილი გასწვრივ, მიიღწერა მკერდის ვიზუალურად შემცირების ეფექტი. ასევე უმჯობესია იხმაროთ მუქი ტონალობის თეთრეული. ფრთხილად იყავით მოტკეცილ თეთრეულთან. მის ხშირად მოხმარებას შეუძლია სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ქალის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება.

 

დიეტა დიდი ზომის მკერდის დასაპატარავებლად ასევე გამოიყენება დიეტა. ეს არის წონის დაკლების საერთო დიეტა, ვინაიდან ამ დროის ყველაზე ადრე მკერდი იწყებს დაპატარავებას. თუმცა, მოერიდეთ არასასურველ შედეგებს - გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია თქვენმა დიდმა და მკვირვმა მკერდმა დაკარგოს ფორმა და გახდეს ჩამოწელილი.

 

ფიზიკური დატვირთვები მკერდის დაპატარავებაში დაგეხმარებათ სპორტი. თქვენ მოდიხდებათ აერობიკა, ჰანტელით ვარჯიში და აზიდვები - ისინი გაგივარჯიშებენ კუნთებს, რომლებიც ლამაზ ფორმას მისცემს თქვენს მკერდს. ასევე რეკომენდირებულია ყოველდღიური სირბილი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ ვერ შეძლებთ სასურველი ეფექტის მიღებას, სპორტით დაკავება დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის შეძენაში.

 

ტანადობა ყურადღება მიაქციეთ სხეულის სწორად წარმოჩენას. მოხრილი ზურგი ქმნის დიდი და უფორმო მკერდის შთაბეჭდილებას. გაშალეთ მხრები და გააკონტროლეთ საკუთარი ტანი მთელი დღის განმავლობაში. ზურგის წორად დაჭერა უნდა გახდეს თქვენთვის ჩვეული.

 

პლასტიკური ქირურგია მკერდის დაპატარავების ყველაზე რადიკალური მეთოდია ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ჯერ ათასჯერ დაფიქრდით, სანამ დაწვებით ქირურგიულ მაგიდაზე. ნებისმიერ ოპერაცია - ადამიანის ბურენაში ჩარევის უხეში მცდელობაა, ხოლო ბუნებას ხუმრობა არ უყვარს.