როგორ გავარკვიოთ კაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - rogor.ge

როგორ გავარკვიოთ კაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ

 

შეყვარებული კაცი უხვად აჩენს ემოციებს საკუთარი გატაცების ობიექტზე ლაპარაკის დროსას ან მისი ხსენების დროსაც კი, შეყვარებული მამაკაცი იცვლება - მის თვალებში ჩნდება ცეცხლი, იგი ხდება უფრო ემოციური და აღელვებული. თუ ქალი მასში მხოლოდ მეგობრულ გრძნობებს იწვევს, მაშინ კაცი ინარჩუნებს სიმშვიდეს და გულდგრილიც კი ხდება. საკუთარ საყვარელზე საუბრისას, ის გამოიყურება კმაყოფილად და მოუთმენლად ელის შეხვედრას, მაგრამ ეს ემოციები შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური აღგზნებით.

 

სექსუალური გატაცების გამოხატვა თუ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრული ურთიერთობებია, მაშინ სექსუალური კონტექსტი მათ შორის არ არსებობს. მამაკაცი, საკუთარი პარტნიორის, როგორც საყვარლის, აღქმის დროს ამაზე თავისუფლად და ღიად დაიწყებს საუბარს, ვინაიდან მის მიზანს მხოლოდ ინტიმური ურთიერთობები წარმოადგენს. შეყვარებული წყვილები, რომლებიც დაინტერესებულები არიან გრძელვადიან რომანზე, ქორწილითა და ბავშვების ყოლით გაგრძელებით, ისაუბრებენ სექსზე დაინტერესებულად, მაგრამ ნამიოკებისა და მიმართული კითხვების საშუალებით.

 

ნათესავებისა და მეგობრების გაცნობა საწყის ეტაპზე მამაკაცი ნათესავებს უმალავს თავის მეწყვილესთან ურთოერთობას, ვინაიდან არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი მშობლებს გააცნობს საყვარელს, მაგრამ შეიძლება მიიყვანოს მეგობრების წრეში, თავის წარმოსაჩენად. მომავალი მეუღლის კანდიდატის მიყვანას კაცი იწყებს - მეგობრებთან, ნაცნობებთან, დებთან და ძმებთან, ბოლოს და ბოლოს წარუდგენს მშობლებს - მისი გრძნობები უკვე საკმაოდ გარკვეული და მყარია.

 

მამაკაცი წყვეტს სხვა ქალებთან ურთიერთობას საკუთარი რჩეულის მიმართ ამაღლებული ინტერესის გამოსახატავად, ბიჭს მინიმუმამდე დაჰყავს სხვა ქალებთან კონტაქტი. საპირისპირო სქესის მეგობრებიც კი გრძნობენ მასთან ურთიერთობის ნაკლებობას, ვინაიდან ის მთლიანად შთანთქმულია საკუთარი საყვარელი ადამიანის მიერ.

 

მამაკაცების დამოკიდებულება საკუთარი დაპირებების მიმართ კაცმა შეიძლება არ გადმორეკოს, დააგვიანოს შეხვედრაზე ან საერთოდ გამოტოვოს იგი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ის არ არის დაინტერესებული მოცემული ურთიერთობით ან საერთოდ გულგრილია. ვნებით შეპყრობილი კავალერი იქნება დაჟინებული და ინიციატიური, სერიოზული მიზნების მქონე - მსუბუქი, შეუდრეკელი და საკუთარ თავში დარწმუნებული. შეხვედრის დაგეგმვისას, მგზნებარე თაყვანისმცემელი საკუთარ დროს შეუსაბამებს გოგოს განრიგს, გამოამჟღავნებს მოქნილობას და გაითვალისწინებს მის რჩევებს.