როგორ ჩავწეროთ დისკზე Nero-ს დახმარებით - rogor.ge

როგორ ჩავწეროთ დისკზე Nero-ს დახმარებით

 

Nero-ს გამოყენებით დისკის ჩასაწერად - გახსენით პროგრამა და დააჭირეთ ღილაკს New Project. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ტიპის დისკზე აპირებთ სასურველი ფაილების ჩაწერას, აღნიშნეთ - CD ან DVD - ამოირჩიეთ შესაფერისი განყოფილება. შემდეგ უნდა აირჩიოთ ჩანაწერის ვარიანტი. მათი არჩევანი შეიძლება დიდი იყოს , მაგრამ ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი ვარიანტები: DVD VIDEO – თუ თქვენ გსურთ ჩაწეროთ DVD-დისკზე ვიდეო და თქვენ გაქვთ საქაღალდის ასლი, რომელიც შეიცავს DVD-დისკს. DVD ROM – თუ თქვენ გსურთ ჩაწეროთ DVD-დისკზე თქვენი მონაცემები (პროგრამები, საქაღალდეები, ფაილები). ეს ვარიანტი ასევე გამოგადგებათ ნებისმიერი ტიპის ფაილების კომპიუტერის საშუალებით გახსნისათვის ჩასაწერად. Copy DVD (DVD-ს კოპირება) – თუ თქვენ გსურთ DVD-დისკის ასლის გაკეთება დამატებით შეერთებული DVD-დისკიანი მოწყობილობიდან. CD ROM – თუ თქვენ გსურთ ნებისმიერი ტიპის ფაილების შემცველი დისკის ჩაწერა კომპიუტერის საშუალებით გახსნისათვის ჩასაწერად. AUDIO CD – თუ თქვენ გსურთ აუდიო დისკის (ხანგრძლივობით არაუმეტეს 80 წუთისა) ჩაწერა, ყველა ტიპის CD-წამკითხავის საშუალებით გასახსნელად.

 

სასურველი ვარიანტის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს New. გაიხსნება 2 ნაწილად გაყოფილი ახალი ფანჯარა. მარცხენა მხარეს ნაჩვენება იქნება თქვენი დისკის შემცველობა (ჯერ კიდევ ცარიელის), ხოლო მარჯვენაში - თქვენს კომპიუტერში არსებული ფაილების ჩამონათვალი. მარჯვენა მხრიდან აირჩიეთ ჩასაწერად გამზადებული ფაილები და გადმოიტანეთ მარცხენა ფანჯარაში. თუ ჩაწერის დროს თქვენ გადააჭარბებთ დისკის დასაშვებ მოცულობას, მაშინ წაშალეთ ზედმეტი ფაილები და საქაღალდეები.