როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან

 

დაიმახსოვრეთ, რომ სანამ სუფრას მიუჯდებოდეთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები.

 

მაგიდასთან უნდა დასხდეთ პირდაპირ, არც შორს და არც ძალიან ახლოს.

 

მკერდით მაგიდას ნუ მიეყრდნობით და ნურც სკამზე დასხდებით მეტისმეტად თავისუფლად.

 

მაგიდასთან მიუღებელია ჟესტების გამოყენება და სწრაფად ჭამა.

 

აუცილებელია დანა ჩანგლის სწორად დაჭერა დანა მარჯვენა ხელში ჩანგალი მარცხენა ხელში.

 

თუ რომელიმე კერძი თქვენგან შორს დევს, გადაწევას ჯობია სთხოვოთ მეზობლად მჯდომ ადამიანს და მოგაწოდოთ.

 

საერთო თეფშიდან საკუთარი დანით ან ჩანგლით გადმოღება არ არის მიზანშეწონილი. ხელით აიღეთ დაჭრილი პური, ღვეზელი, ორცხობილა, ტკბილეული და ხილი. პურის ნაჭერს პატარა ნაწილები უნდა მოატეხოთ და ისე მიირთვათ, თუმცა, თუ პური თხელ ნაჭრებადაა დაჭრილი, შეგიძლიათ ეს წესი დაარღვიოთ.

 

დანა-ჩანგლის გამოყენებისას ხშირად მთელ ხორცს ნაწილებად ჭრიან და მერე მიირთმევენ. ეს შეცდომაა. ჩამოაჭერით ხორცს ჯერ ერთი პატარა ნაჭერი და მიირთვით, შემდეგ მეორე და ა.შ.

 

დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი: როდესაც რამეს გაწვდიან, ნუ დაიწყებთ საუკეთესოს ამორჩევას, აიღეთ ის, რაც ყველაზე ახლოსაა თქვენთან.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ არასასიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ მაგიდაზე, დაგივარდათ რამე და ა.შ. არ შეიმჩნიოთ და შეეცადეთ არ მიიქციოთ ყურადღება. ზედმეტად შეწუხებით და ხმამაღალი ბოდიშებით, მაგიდასთან სასიამოვნო ატმოსფეროს ხელს შეუშლით.