როგორ გავაკეთოთ თმის ფერის შეცვლის ეფექტი (Adobe Photoshop) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ თმის ფერის შეცვლის ეფექტი (Adobe Photoshop)

 

გახსენით სასურველი ადამიანის ფოტო, რომელსაც გსურთ შეუცვალოთ თმის ფერი.

 

შექმენით ახალი ფენა ბრძანებით Layer > New > Layer ([i]Shift+Ctrl+N[/i]). აირჩიეთ ხელსაწყო ”Brush Tool” ([i]B[/i]), აირჩიეთ პატარა ზომის ფუნჯი. დააყენეთ წინა ფონის ფერი თეთრზე და გაადიდეთ სურათი ისე, რომ ადვილად დაინახოთ თმის დეტალები. ფუნჯის საშუალებით ”გააფერადეთ” თმის ის ნაწილები, რომელთა ”შეღებვაც” გსურთ.

 

აირჩიეთ ხელსაწყო ”Eraser Tool” ([i]E[/i]) და მისი საშუალებით წააწვეტეთ ფუნჯის ბოლოები ისე, როგორც არის ნაჩვენები სურათზე. თქვენი სურათი დაახლოებით უნდა გამოიყურებოდეს ასე.

 

შეცვალეთ ფენის ”ზედდების რეჟიმი” (“Blending Mode”) Overlay-ზე.

 

მოახდინეთ ფენის კოპირება ბრძანებით Layer > Duplicate Layer.

 

დააყენეთ ახალი ფენის ”ზედდების რეჟიმი” (“Blending Mode”) Normal-ზე. შეასრულეთ ბრძანება Layer > Layer Style > Color Overlay

 

შექმენით ახალი ფენა ბრძანებით Layer > New > Layer ([i]Shift+Ctrl+N[/i]) და მოათავსეთ იგი კოპირებული ფენის ქვეშ. გააქტიურეთ კოპირებული ფენა და შეასრულეთ ბრძანება Layer > Merge Down ([i]Ctrl+E[/i]). დააყენეთ მიღებული ფენის ”ზედდების რეჟიმი” (“Blending Mode”) Hue-ზე. ეფექტი მზადაა.