როგორ ამოვბეჭდოთ დოკუმენტები Microsoft Word 2007-ში - rogor.ge

როგორ ამოვბეჭდოთ დოკუმენტები Microsoft Word 2007-ში

 

სწრაფი ბეჭდვა დოკუმენტის ბეჭდვის ყველაზე ოპერატიული მეთოდია. ის ამოქმედდება ბრძანებით Office Button/ Print/ Quick Print. ამ დროს მიმდინარე დოკუმენტი იბეჭდება, გულისხმობის მიხედვით მიღებული პარამეტრების შესაბამისად. ამ შემთხვევაში შეიძლება არ შეეფერებოდეს ეს პარამეტრები მიმდინარე დოკუმენტს. სწრაფი ბეჭდვა ზოგიერთ შემთხვევაში ქაღალდის, ტონერის, მელნის გაფუჭების საუკეთესო საშუალებად იქცევა ხოლმე. სწრაფი ბეჭდვა გამართლებულია ძირითადად იმ სამუშაო ადგილებისთვის, სადაც რეგულარულად სრულდება ერთი და იმავე სახის დოკუმენტების ბეჭდვა: ცნობების, ქვითრების და ა.შ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში რეკომენდებულია თანმიმდევრულად მოიმართოს ბეჭდვის პარამეტრები და შეფასდეს მომავალი შედეგი წინასწარი გადახედვის რეჟიმში (Print Preview) .

 

ბეჭდვის დავალების მომართვა დააჭირეთ ღილაკს Office Button, გაიხსნება პროგრამის მთავარი მენიუ.

 

კურსორი გააჩერეთ Print -ზე, გაიხსნება ბეჭდვის მენიუ. გახსნილ მენიუში აირჩიეთ ბრძანება Print, გაიხსნება ამავე სახელწოდების დიალოგური ფანჯარა.

 

Printer ველში აირჩიეთ ბეჭდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი მოწყობილობა. თუ აუცილებელია, შეასრულეთ პრინტერის დამატებითი პარამეტრების მომართვა ღილაკ Properties. (თვისებების) დახმარებით. ფანჯარა, რომელსაც ის ხსნის, უზრუნველყოფილია პრინტერის დრაივერით, და ამიტომაც თითოეულ პრინტერს ეს ფანჯარა საკუთარი აქვს. ერთიდაიგივე პრინტერსაც კი შეიძლება ეს ფანჯარა სხვადასხვანაირი ჰქონდეს, თუ ის სხვადასხვა დრაივერით იხსნება.

 

ბეჭდვა აუცილებელი არ არის, ფიზიკურ პრინტერზე სრულდებოდეს. Windows-ის ოპერაციული სისტემა საშუალებას იძლევა ბეჭდვა შესრულდეს ვირტუალურ პრინტერზე, თუ მისი დრაივერი დაყენებულია. ამ შემთხვევაში ბეჭდვა სრულდება ფაილში, რომელიც შეიძლება გადაეცეს საბეჭდ ბიუროს რეალური ბეჭდვის განსახორციელებლად. ფაილში ბეჭდვის შესასრულებლად, ჩართეთ ალამი Print to file (ფაილში ბეჭდვა).

 

თუ პრინტერს ტექნიკურად შეუძლია ორმხრივი ბეჭდვის განხორციელება, ჩართეთ ალამი Manual duplex -ორმხრივი ბეჭდვა.

 

დოკუმენტის ნაწილი, რომლის ამობეჭდვაც არის საჭირო, მიეთითება Page range განყოფილებაში. All გადამრთველის ჩართვისას დოკუმენტი იბეჭდება მთლიანად. თუ დაყენებულია გადამრთველი Current page (მიმდინარე), იბეჭდება მხოლოდ მიმდინარე გვერდი - ის, რომელზეც არის განთავსებული კურსორი. შესაძლებელია დაიბეჭდოს გვერდების ჯგუფი, მათი ნომრების მითითებით. გვერდების შერჩევის დასაშვები ვარიანტები ნაჩვენებია სურათზე

 

თუ საჭიროა მონიშნული ფრაგმენტის ბეჭდვა, უნდა ჩავრთოთ გადამრთველი Selection (მონიშნული). დოკუმენტის ასლების რაოდენობა განისაზღვრება მნიშვნელით, რომელიც მითითებულია მრიცხველში Number of copies (ასლების რაოდენობა). პროგრამა ბეჭდავს ჯერ პირველი გვერდის ყველა ასლს შემდეგ მეორე გვერდის ყველა ასლს და ა.შ. ასეთი ბეჭდვის შემდეგ, იძულებული ხართ ხელით გადაარჩიოთ დაბეჭდილი გვერდები და ასლების მიხედვით დააწყოთ. პირველი ასლის ყველა გვერდის ბეჭდვის ორგანიზებისთვის,შემდეგ მეორე ასლის ყველა გვერდის და ა.შ., ჩართეთ ალამი Collate - ასლების მიხედვით გადარჩევა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ რეჟიმში ბეჭდვა გაცილებით ნელა მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგალითად, თუ პრინტერი დაკავშირებულია უსადენო ქსელის კომპიუტერთან.

 

Print what - ჩამოშლად სიას იყენებენ დამხმარე მონაცემების საბეჭდად, რომლებიც დოკუმენტშია. ჩვეულებრივ ასეთ ბეჭდვას განიხილავენ, როგორც შავს.

 

Print - ჩამოშლად სიას იყენებენ, როდესაც საჭიროა ორმხრივი ბეჭდვის შესრულება ქაღალდის ფურცლებზე, იმ დროს, როდესაც პრინტერი ასეთ ფუნქციას არ ფლობს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ სიაში ირჩევენ ყველა კენტი გვერდის ბეჭდვის რეჟიმს, რის შემდეგაც მიღებულ ფურცლების დასტას აბრუნებენ და მიუთითებენ ყველა ლუწი გვერდის ბეჭდვის რეჟიმს.

 

Zoom - ჩამოშლად სიას იყენებენ რამდენიმე გვერდის განსათავსებლად ერთ საბეჭდ ფურცელზე. ამ ფუნქციურ შესაძლებლობას იყენებენ შავი ბეჭდვის დროს.

 

ღილაკი OK ხურავს Print დიალოგურ ფანჯარას, რის შემდეგაც იწყება ბეჭდვის დავალების ფორმირება და შესრულება.