კომპიუტერი და ინტერნეტი

ქსელები

როგორ შევარჩიოთ სოციალური მედიის მენეჯერი

როგორ შევარჩიოთ სოციალური მედიის მენეჯერი

ავტორი: ნინო ბერიძე

ბოლო დროს აღინიშნება სოციალური მედიის მენეჯერების და ციფრული მარკეტინგული მომსახურების გამწევი ადამიანების რაოდენობის ზრდა. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისარგებლოთ ერთერთი მათგანის მომსახურებით, მოგიწევთ რამდენიმეს შორის არჩევანის გაკეთებაზე ფიქრი. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, თუ რომელს ჯობს მიანდოთ თქვენი კომპანიის სოციალური ქსელების მართვა.

 

საფეხურები

  1. 1 პირველ რიგში, თქვენი კომპანიის პოტენციურ სოციალური ქსელების მენეჯერებს უნდა ჰკითხოთ - რა იციან მათ თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ და როგორ ასახავს მათი სტრატეგია ამ ცოდნას? თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაშინ ისინი არასაკმარისად არიან ინფორმირებული თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ და თუ როგორ მოახდინონ კონტენტის ადაპტირება თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.
  2. 2 იციან თუ არა შეგროვებული მონაცემების ანალიზი და რა ინსტრუმენტს იყენებენ წარმატების გასაზომად? თქვენთვის არ არის აუცილებელი ამ საკითხის ან კითხვაზე პასუხის ცოდნა თუ ატყობთ, რომ თქვენი სოციალური ქსელების პოტენციურმა ხელმძღვანელმა იცის რაზეც საუბრობს! სოციალური მედიის მენეჯერებზე უნდა მოქმედებდეს ყველა მიღებული მონაცემი, რომელსაც სოცილური ქსელების საიტები გვაწვდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მათ აღებული ვალდებულების მინიმუმ ნახევარი უკვე შეუსრულებელი აქვთ.
  3. 3 შეგიძლიათ მიღწერული შედეგების რეპორტის წაკითვა? ეს კითხვა სასარგებლოა, როცა თქვენ ფაქტობრივად გადაწყვეტილი გაქვთ სოციალური მედიის მენეჯერის დაქირავება. ისინი მზად უნდა იყვნენ გიჩვენონ თუ როგორ ხარჯავენ გამოყოფილ დროსა და თანხებს, იმისათვის, რომ მოახდინონ პრეზენტაცია რამდენად პოზიტიურად მოქმედებს მათი ქმედებები თქვენს ბიზნესსა და მიღწეულ შედეგზე.