ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ მოვიქცეთ თავის ტკივილისას (ხალხური მედიცინა)

როგორ მოვიქცეთ თავის ტკივილისას (ხალხური მედიცინა)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თავის ტკივილის დაამებისათვის ხალხური მედიცინა გვირჩევს:

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ლიმონი
  • კოწახური
  • ალოეს წვენი
  • ყაყაჩო
  • კომბოსტო
  • მაყვალი

საფეხურები

  1. 1 აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, გააცალეთ კანი და მიიდეთ საფეთქელზე შიდა მხრიდან. მალე ლიმონის ქვეშ, კანზე გამოჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და გამოიწვევს ქავილის შეგრძნებას. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.
  2. 2 ერთი დღე-ღამე წყალში დამბალი კოწახურის წვენის დალევა კარგად შველის თავისა და საფეთქლების ტკივილს.
  3. 3 კარგ შედეგს იძლევა დღეში ორჯერ ცხივრში ალოეს წვენის ორ-ორი წვეთის ჩაწვეთება.
  4. 4 დაღეჭეთ ყაყაჩოს ქერქი კევივით, ან ცხვირში ჩაიწვეთეთ ყაყაჩოს წვენი.
  5. 5 ახალი კომბოსტოს ფოთლები მიიდეთ საფეთქლებზე, კეფასა და შუბლზე.
  6. 6 სვით მაყვალის ფოთლების ნახარში.