როგორ გავაკეთოთ მხატვრული ფერწერის ეფექტი (Adobe Photoshop)

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ გავაკეთოთ მხატვრული ფერწერის ეფექტი Adobe Photoshop-ში.
საფეხურები
- 1 გახსენით სასურველი სურათი.
- 2 მოახდინეთ ფენის კოპირება ბრძანებით Layer > Duplicate Layer. დაარქვით ახალ ფენას ”pen”, ხოლო ფენა “Background”-ის სახელი შეცვალეთ “colour”-ზე.
- 3 გააქტიურეთ ფენა ”pen” და შეასრულეთ ბრძანება Filter > Stylize > Find Edges.
. - 4 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Hue/Saturation (Ctrl+U) შემდეგი მონაცემებით: Saturation > -100, დანარჩენი დატოვეთ უცვლელად.
- 5 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Brightness/Contrast: Brightness > 50; Contrast > 50.
- 6 შეცვალეთ ფენა ”Pen”-ის ”ზედდების რეჟიმი” (”Blending Mode”) Multiply-ზე.
- 7 გააქტიურეთ ფენა ”colour” და შეასრულეთ ბრძანება Filter > Noise > Median: Radius > 9 pixels.
- 8 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Hue/Saturation (Ctrl+U): Saturation > +50, დანარჩენი დატოვეთ უცვლელად.
მხატვრული ფერწერა მზადაა: