
იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და დღეგრძელები, გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან 10 რჩევას, რომ მიაღწიოთ ამას. გაეცანით ინსტრუქციას და შეძლებისდაგვრად მოახერხეთ ამ მცნებებისს დაცვა.
საფეხურები
- 1 უპირატესობა მიეცით ცილებიან საკვებს, რადგან ის სიცოცხლის წყარო, უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი და ორგანული პროცესების რეგენერატორია.
- 2 ერიდეთ ნახშირწყლებს და ცხიმებს, რადგან ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გართმევთ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას.
- 3 აღკვეთე ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს უზომოდ წევა.
- 4 აქტიურად მისდიეთ სპორტის იმ სახეობას, რომელსაც აირჩევ; ნუ გამოტოვებ კვირის ნურც ერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე.
- 5 ივარჯიშე და გაიძლიერე ფილტვები, რათა გაიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით - ჟანგბადით.
- 6 დაიმორჩილე და დაამარცხე ნერვიულობა, სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი.
- 7 წელიწადში ორჯერ მიიღე რჩევა შენი თერაპევტისა და სტომატოლოგისგან.
- 8 მიიღე ვიტამინები საკვების ან აბების სახით, რადგან ის სიცოცხლის ნაპერწკალია.
- 9 მიეცი საშუალება სხეულს ძილის დროს ისე დაისვენოს, რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა.
- 10 ყოველგვარი საქმიანობისას, სმა-ჭამა იქნება ეს თუ გართობა, ზომიერებას ნუ გადახვალ.