განათლება

წერა

როგორ დავწეროთ რეფერატი

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

რეფერატი არის წერითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც უნდა შეასრულოს აპლიკანტმა და დაიცვას საგამოცდო-საექსპერტო საბჭოს წინაშე. რეფერატით უნდა გამოვლინდეს აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო, მისი
აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში და მეცნიერული კვლევის უნარი.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • Microsoft Word
  • PowerPoint

საფეხურები

  1. 1 ნაშრომი აკინძული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
    1. თავფურცელი
    2. სარჩევი
    3. შესავალი
    4. ტექსტის ძირითადი ნაწილი
    5. დასკვნა
    6. ბიბლიოგრაფია.
  2. 2 მოთხოვნები რეფერატის თავფურცელის შედგენისათვის
    > უნივერსიტეტის დასახელების ფონტი (AcadMtav), Bold.
    > უნივერსიტეტის დასახელების ფონტის ზომა (14).
    > აპლიკანტის სახელისა და გვარის ფონტი (AcadMtavr).
    > აპლიკანტის სახელისა და გვარის ფონტის ზომა (18).
    > რეფერატის სათაურის ფონტი (AcadMtavr), Bold.
    > რეფერატის სათაურის ფონტის ზომა (18).
    > სხვა ინფორმაციის ფონტი (AcadNusx).
    > სხვა ინფორმაციის ფონტის ზომა (12).
    > სტრიქონებს შორის მანძილი (1,5).
    > აბზაცებს შორის მანძილი (ოთხი სტრიქონის გამოტოვებით).
  3. 3 სტანდარტები ბიბლიოგრაფიის შედგენისათვის
    წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:
    > ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალი.
    > გამოცემის წელი.
    > სახელწოდება (დახრილი შრიფტი).
    > გამოცემის ადგილი.
    > გამომცემლობა.

    ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:.
    > მასალის ავტორი.
    > ვებ-გვერდის ავტორი.
    > მასალის დასახელება. ლინკის დასახელება (დახრილი შრიფტით).
    > ვებ-გვერდის მისამართი.
    > მასალის მოძიების თარიღი (იწერება ფრჩხილებში).

    სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:
    > ქვეყნის დასახელება.
    > უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი.
    > წელი გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი.
    > დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...).
    > დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით.
    > ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი.
    > გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი.
  4. 4 ტექსტში, გამოყენებული წყარო, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად:
    ციტატის ბოლოს, ფრჩხილებში, იწერება დასახელებული წყაროს რიგითი ნომერი თანდართული ნუსხის მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები, საიდანაც აღებულია ციტატა ან თეზისი.
  5. 5 დაცვის პროცესში (პრეზენტაცია) ავტორს შეუძლია საილუსტრაციო მასალის გამოყენება.
  6. 6 რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს:
    რეფერატის მოცულობა არ უნდა იყოს A4 ზომის,
    ტექსტის შრიფტი - ”ცად უსხ”,
    ზომა 12, სათაურების და ქვესათაურების ზომა – 14-16,
    სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5 (გვერდის ველები ყველა მხრიდან 2 სმ).
    აბზაცები ერთმანეთისაგან გამოიყოფა თითო სტრიქონის გამოტოვებით, ამასთან, ყველა სტრიქონის დაშორება მარცხენა ველიდან თანაბარი უნდა იყოს.
  7. 7 ნაშრომის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კომპონენტები:
    > თავფურცელი - ნაშრომის პირველი გვერდი.
    > შესავალი - ნაშრომის ზოგადი ნაწილია, რომელშიც უნდა აისახოს დამუშავებული თემის აქტუალობის დასაბუთება, დასმული ამოცანა (ამოცანები);
    > გამოყენებული მეთოდები;
    > ტექსტის ძირითადი ნაწილი - შეიძლება დაიწყოს თავებად და პარაგრაფად;
    > დასკვნა - უნდა ასახავდეს ნაშრომის შედეგებს;
    > ბიბლიოგრაფია - წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ გამოცემები ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ - უცხოურ ენებზე.