როგორ ვიმკურნალოთ დაბალი ჰემოგლობინი - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ დაბალი ჰემოგლობინი

 

კორექტირება გაუკეთეთ კვებას. გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავენ რკინას. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ღვიძლი, ენა, საქონლის ხორცი, წიწიბურას ფაფა, ლობიო. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ზოგიერთი მათგანი უხვად შეიცავს რკინას, ზოგი კი С ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ართვისებას.

 

კვების კორექტირების და საკუთარი რაციონის რკინის შემცველი პროდუქტებით გამდიდრების შედეგადაც, შესაძლებელია ვერ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ზოგიერთი პროდუქტის შეუსაბამლობაშია. მაგალითად, ფაფები აფერხებენ რკინის ათვისებას, ამიტომაც პური, ფაფები და მაკარონები მიირთვით ხორცისგან განცალკევებით. გააკონტროლეთ ჩაისა და ყავის მიღების სიხშირე. მათი ხშირად დალევის გამო ფერხდება რკინის ათვისება.

 

ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ეს ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ზრდას სისხლში. რეგულარულად გაანიავეთ შენობა, რომელშიც იმყოფებით, სუფთა ჰაერის ნაკადი გაამჯუბესებს თქვენს გუნებ-განწყობილებას.

 

ჰემოგლობინის მკვეთრი დაწევის შემთხვევაში კრინის შემცველი პრეპარატების მიღების თაობაზე კონსულტაცია გაიარეთ თერაპევტთან ან ჰემატოლოგთან. მიიღეთ იგი კურსის შესაბამისად არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც გაიკეთეთ საკონტროლო ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ვიტამინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების დამატებით მიღება. ზუსტად შეასრულეთ ექიმის რეკომენდაცია.

 

მძიმე შემთხვევებში არ თქვათ უარი ჰოსპიტალიზაციაზე. ხანდახან პროფილაქტიკის პირობებში ვერ ხერხდება ანემიის გამოვლენა და მკურნალობის დაწყება. ზოგჯერ საჭირო ხდება შემდგომი გამოკვლევა, იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ჰემოგლობინის ვარდნა და სერიოზული პრეპარატების ინექციები. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება სისხლის გადასხმა.

 

გამოიყენეთ ჰემოგლობინის ამაღლების ხალხური მეთოდები. განსხვავებული პროპორციით შეურიეთ კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავი, თაფლი და გარგარი. დააქუცმაცეთ ყველა ზევით ჩამოთვლილი ინგრედიენტი ხორცის საკეპი მანქანის საშუალებით. მიღებულ ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მიირთვით ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.