ჯანმრთელობა

წამლები და სამედიცინო მასალები

როგორ გამოვიყენოთ ასფურცელა

ავტორი: გიორგი გიორგაძე

ასფურცელა მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.

 

საფეხურები

  1. 1 ასფურცელა მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველია ან ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 50-150 სმ-ის, ღერო მყარია და მის ზემო ნაწილში დატოტვილია. მერქნისებური ფესურა ჰორიზონტალური და გახევებულია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე, რომელთა ფრთისებ დაყოფილი სეგმენტები ხაზურ-ლანცეტაა. კალათა-ყვავილედი დიამეტრით 12სმ-ია აქვს ნახევარფერული ფორმა და ღეროს წვერში ფარისებრადაა შეკრებილი. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია. ნაყოფი მოგრძო, წიბოვანი თესლურაა, რომლის კიდე მრგვალკბილიანია.
  2. 2 ასფურცელა ივლის-სექტემბერში ყვავილობს, თესლი კი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ასფურცელა გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.
  3. 3 სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელ ნედლეულად იყენებენ ასფურცელას ყვავილებს, ეს ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს და მწარე ნივთიერებებს.
  4. 4 ასფურცელას პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჰელმინთოზების სამკურნალოდ.
  5. 5 ასფურცელას შემდეგნაირად იყენებენ: 1 ს/კ მცენარის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და 1 საათით დავაყენოთ, შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 5-6 ს/კ დღის განმავლობაში.

გაფრთხილებები

  • უნდა გვახსოვდეს, რომ ასფურცელა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის დიდი დოზებით ან ხანგრძლივად ხმარება ფაღარათსა და ღებინებას იწვევს, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. ასფურცელა ასევე აფრთხობს მწერებს.