როგორ დავაყენოთ Linux კომპიუტერზე, რომელზეც უკვე აყენია Windows - rogor.ge

როგორ დავაყენოთ Linux კომპიუტერზე, რომელზეც უკვე აყენია Windows

 

ოპერაციული სისტემების ჩატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებალად, კომპიუტერზე ჯერ აყენებენ Windows-ს და მხოლოდ ამის მერე Linux-ს. თუ თქვენს კომპიუტერს აქვს ორი ან მეტი მყარი დისკი, მაშინ ჯობს Linux დააყენოთ იმ დისკზე, რომელზეც არ არის ჩაწერილი სხვა ოპერაციული სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ მყარი დისკი ერთია, საჭიროა მისი რამდენიმე განყოფილებად დაყოფა.

 

დისკის დასაყოფად გამოიყენეთ პროგრამა Acronis Disk Director. უმჯობესია შეარჩიოთ კომპაქტ-დისკიდან და არა Windows-დან გასაშვები ვერსია. დისკის ამ პროგრამის საშუალებით დაყოფისას ყველა არსებული ფაილი, მათ შორის Windows-ის ფაილები, ავტომატურად შეინახება C დისკზე. Linux-ის დასაყენებლად რეკომენდირებულია დაახლოებით 20-30GB თავისუფალი ადგილის გამოყოფა. Acronis Disk Director-ის არასრული ვერსიის გადმოსაწერი გვერდის ბმული

 

როცა პროგრამა საწყის C დისკს დაყოფს ორ ახალ ნაწილად, მაგალითად C და D, აუცილებლად უნდა წაშალოთ დისკი D, რის შედეგადაც თქვენ დაგრჩებათ მოუნიშნავი მოცულობის მახსოვრობა. ზუსტად მასზე უნდა დაიწყოთ Linux-ის დაყენება.

 

ჩადეთ Linux-ის დისტრიბუტივი DVD Drive-ში, მენიუში აირჩიეთ - Boot From CD (როგორც წესი, ეს არის ღილაკი F12). აუცილებლობის შემთხვევაში CD-ს გაშვება შეგიძლიათ დააყენოთ BIOS-ში, მაგრამ შემდეგ არ დაგავიწყდეთ საწყისად დააბრუნოთ მყარი დისკი.

 

Linux-ის დისტრიბუტივების უმრავლესობა იტვირთება გრაფიკულ რეჟიმში. თქვენ მოგთხოვთ ქვეყნის, ენის, დროის სარტყლის არჩევას, შემდეგ კი მიხვალთ მნიშვნელოვან ეტაპამდე - სისტემა მოგთხოვთ დაყენების ვარიანტის არჩევას. დაყენების ადგილად აირჩიეთ მოუნიშნავი მახსოვრობის სივრცე, პროგრამა თავად დაჰყოფს მას ნაწილებად. Linux-თან პირველი შეხებისათვის ეს საუკეთესო ვარიანტია. მოგვიანებით, ამ ოპერაციული სისტემის უკეთ ათვისების შემდეგ, თქვენ შეძლებთ დისკის დამოუკიდებლად, თქვენთვის მოსახერხებელი, მეთოდით დაყოფას.

 

დაყენების ვარიანტის არჩევის შემდეგ, მოუნიშნავ მოცულობაში სისტემა შექმნის საჭირო განყოფილებებს და შემოგთავაზებთ გრაფიკული დამუშავების ამორჩევას, ჩვეულებრივ KDE ან Gnome და აუცილებელი პროგრამები. Ubuntu დისტრიბუტივის ბოლო ვერსიებში Gnome-ს მაგივრად მოდის Unity. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად ორი სტილის "გარსი", ეს დაგეხმარებათ კომპიუტერის ჩატვირთვივას სასურველის მარტივად აირჩევაში.

 

დისტრიბუტივიდან ფაილების კოპირების შემდეგ, თქვენ შეიძლება მოგთხოვოთ ჩამტვირთის არჩევა, როგორც წესი, ეს არის Grub. დაყენების დასრულების შემდეგ, გამოიღეთ კომპაქტ-დისკი DVD წამკითხველიდან და გადატვირთეთ კომპიუტერი.

 

გადატვირთვის დაწყებიდანვე თქვენ დაინახავთ მენიუს, რომელშიც გამოჩნდება Linux-იც და Windows-იც. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი, მაგრამ ავტომატურად ჩაიტვირთება Linux. ამის შეცვლა შეგიძლიათ ახალი ოპერაციული სისტემის პარამეტრებში.