როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით - rogor.ge

როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით

 

მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სახლი ვაკურთხებინოთ მღვდელს. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოიწვიეთ მღვდელი ეკლესიიდან. როგორც წესი, ამ წესის შესასრულებლად მამაოები მოდიან საკუთარი კანდელით, ზეთით, სანთლებითა და ნაკურთხი წყლით. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უკეთესი იქნება თუ მღვდლის მოსვლამდე მოიმარაგებთ სანთლებსა და ნაკურთხ წყალს. სანთლების შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიაში. წყლის კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. როგორც წესი, ნაკურთხი წყლის მარაგი სახლში აქვთ ეკლესიურ მორწმუნეებს, დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ.

 

თუ თქვენ არ გაქვთ სახლის კურთხევაზე მამაოს მოწვევის საშუალება, ეკლესია უშვებს იმას, რომ ერისკაცმა თავად ჩაატაროს ეს წესი. მის შესრულებამდე სასურველია კურთხევა აიღოთ საკუთარი სულიერი მოძღვრისგან, მისი არ ყოლის შემთხვევაში ეკლესიის მღვდლისგან. საცხოვრებლის კურთხევის წინ, სასურველია შაბათს, სახლში ჩაატაროთ გენერალური გასუფთავება, გაწმინდეთ იატაკი, გაანიავეთ ოთახები. თუ დიდ ოთახში წითელ კუთხეში (შესასვლელის პირდაპირ) არ გიდგათ ხატი და კანდელი, დადგით ის თუნდაც ერთი დღით.

 

სახლის კურთხევის წესი უმჯობესია ჩაატაროთ კვირა დღეს. შეავსეთ თასი (სასურველია ახალი) ნაკურთხი წყლით, შეაერთეთ 3 თითი ისე, თითქოს აპირებდეთ პირჯვარის გადაწერას და ჩაჰყავით ისინი თასში. შემდეგ თითების საშუალებით მიასხით წყალი ოთახს, დაიწყეთ ხატების კუთხით და განაგრძეთ საათის ისრის მიმართულებით. საცხოვრებელი აკურთხეთ ლოცვით: " სახელითა მაისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, окроплением воды сея священныя в бегство да обратится всякое лукавое бесовское действо, ამინ". თუ თქვენ ზეპირად იცით 90 ფსალმუნი ან მისი ამონარიდები, შეგიძლიათ მისი წარმოთქმაც.