მეურნეობა

მებაღეობა

როგორ ვებრძოლოთ ციტრუსოვანთა მავნებლებს

როგორ ვებრძოლოთ ციტრუსოვანთა მავნებლებს

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანა, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება და შენარჩუნება, მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის და პესტიციდების გამოყენების
გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. მოცემული ინსტრუქცია დაეხმარებათ სასოფლო - სამეურნეო კულტურათა მოვლით დაინტერესებულ ფერმერებს.

 

საფეხურები

  1. 1
    ციტრუსოვანთა ფრთათეთრა Dialeurodes citri Rileyet How
    ციტრუსოვანთა ფრთათეთრა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში. მწერის ორივე წყვილი ფრთა ერთი ზომისა და ფერისაა, არ გააჩნიათ ლაქები და დამტვერილნი არიან რძისფრად. მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი მწერის მუცელს მისი ფრთები ბრტყელი სახურავის მსგავსად ფარავენ. ფრთათეთრას სხეული მკრთალი
    ყვითელი ფერისაა, ულვაშები-შვიდნაწევრიანი. ორივე სქესის წარმომადგენელი თითქმის ერთი ზომისაა. ციტრუსოვანთა ფრთათეთრა ზამთრობს მატლისა და იშვიათად - პუპარიუმის ფაზაში. იმაგოს გამოფრენა ხდება მაისში. მავნებელი კვერცხებს დებს გაფანტულად, მკვებავი მცენარეების ფოთლებზე. შესაძლებელია ერთსა და იმავე ფოთლებზე რამდენიმე
    დედალმა ფრთათეთრამ დადოს კვერცხი. ამიტომ, კვერცხების რაოდენობა ერთ ფოთოლზე ზოგჯერ ძალიან დიდია. დასავლეთ საქართველოში მავნებლის კვერცხის პროდუქცია 130-200 ცალს შეადგენს. რაც შეეხება ფრთათეთრას დამოკიდებულებას ტემპერტურისადმი, კერძოდ ყინვაგამძლეობას, აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია გაუძლოს იმ დაბალ ტემპერატურასაც, რომელიც ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ეს ფაქტი კი თავისთავად ქმნის ფრთა-თეთრას გავრცელების, აკლიმატიზაციისა და მავნეობის პოტენციალის გამოვლენის საშიშროებას აღმოსავლეთ საქართველოშიც. ციტრუსოვანთა მავნებლის მკვებავი მცენარეებია: მანდარინი, ფორთოხალი, მსხალი, ხურმა, ჩაის ბუჩქი და სხვ.
    ბრძოლის ღონისძიებები
    ციტრუსოვანთა ფრთათეთრას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. ეკოლოგიურად გამართლებულია სოკო აშერსონიას (Aschersonia aleurodes) სუსპენზიის შესხურება.
  2. 2
    ვერცხლისფერი ტკიპა Phyllocoptruta oleivorus Ashm
    ვერცხლისფერი ტკიპას მატლი მკრთალი ფერისაა. პირველი ასაკის მატლის სიგრძე 70 მიკრონია, მეორე ასაკის მატლისა კი - 110. ზრდასრული ტკიპას სხეული მოყვითალოა. მისი მკერდის ფარი სხეულთან შედარებით უფრო მუქი-ყვითელი ფერისაა. მავნებლის
    სხეულის სიგრძე 130-150 მიკრონს შეადგენს. სხეული წაგრძელებულია, მკერდის არე განიერია, მუცლის ბოლოში კი – შევიწროებული და მომრგვალებული. ფარი მომრგვალებულია, ხორთუმთან - წაგრძელებული, რის შედეგადაც ხორთუმი იფარება.
    ვერცხლისფერ ტკიპას ორი წყვილი ფეხი აქვს, რომლებიც ბოლოში ფრთისებრი ემპოდიებით თავდება. მუცელი შედგება ნახევარ რგოლებისაგან, რომლებიც ორჯერ მეტია, ვიდრე ზურგის მხარეს. მუცლის ბოლოში რგოლი ორლაპოტიანია და ორი ძაფისებრი ბეწვით თავდება. ბეწვის სიგრძე სხეულის ერთი მეოთხედის ტოლია. მავნებელი ყინვის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა. მცირე ყინვებიც კი (-7-80) დამღუპველად მოქმედებს მასზე. რაც შეეხება კვერცხს, იგი ძალზე მგრძნობიარეა დაბალი
    ტენიანობის მიმართ: 70% ქვემოთ ტენიანობა უკვე აქვეითებს კვერცხის ცხოველმყოფელობას. ამ მავნებლის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 28,50 C, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა კი - 80%. ვერცხლისფერი ტკიპა, მართალია, შედარებით ნაკლები რაოდენობის კვერცხს იძლევა, მაგრამ წელიწადში აქვს 13 თაობაზე მეტი.
    ბრძოლის ღონისძიებები
    ამ მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტურა გზად ითვლება პერიოდი მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის პირველ ნახევრამდე. ამ დროს ხდება ტკიპების გადასვლა ფოთლებიდან ნაყოფებზე, როცა მათი რიცხოვნობა ჯერ კიდევ მინიმალურია და მისი
    დაძლევა გაცილებით ადვილია, ვიდრე მაშინ, როცა იგი საგრძნობლად გამრავლდება და ხეზე გაიფანტება. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა ვერმიტექი ეკ-ს შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, პირველი კვერცხდებიდან ტკიპების გამოჩეკისთანავე.
  3. 3
    წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა Chloropulvinaria floccifera West
    ზრდასრული მამალი ცრუფარიანას სხეულის სიგრძე დაახლოებით 2 მმ-დეა. იგი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, აქვს ათნაწევრიანი ულვაშები, სამი წყვილი ფეხი და ერთი ფრთა. სხეულის ბოლოს ახასიათებს ორი თეთრი ჯაგარი. მავნებელი ზამთარს ძირითადად პირველი და მეორე ასაკის მატლისა და, რიგ შემთხვევაში, იმაგოს ფაზაში ატარებს ფოთლის ქვედა მხარეს, დედა ტოტებსა და ღეროზე, ნიადაგის ზედაპირთან ახლოს. მავნებელი სუსტი გამძლეობით ხასიათდება ყინვების მიმართ. გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა მიაღწევს 100-ს. ამ პერიოდში მავნებელი გადაადგილდება მცენარეთა ზედა ორგანოებზე, სადაც მზის სხივების სითბური გავლენა უფრო მეტია.
    ბრძოლის ღონისძიებები
    მავნებლის ინტენსიური გავრცელების კერებში საჭიროა ჩაის ბუჩქის მძიმე გასხვლა და განასხლავის იქვე დაწვა. მაისის დამდეგს, კვერცხის დების პერიოდში, კარგ შედეგს იძლევა პლანტაციებში ხოჭო კრიპტოლემუსის გაშვება (5-10 ათასი ცალი ერთ ჰექტარზე).
  4. 4
    იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა Ceroplastes japonicus Green
    საქართველოში იაპონური ცვილისებური ცრუფარიანა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ზღვისპირა რაიონებში, ასევე სამეგრელოსა და გურიაში. უკანასკნელ წლებში მავნებელი დაფიქსირდა კახეთშიც. დედალი ცრუფარიანას სხეული ოვალურია, მუცლის მხარე ჩაზნექილი აქვს, ზურგის მხარე კი - ამობურცული. ფეხები კარგადაა განვითარებული. თვალები - გამობერილი. აქვს ექვსნაწევრიანი ულვაშები. გამოზამთრებული ცრუფარიანა საჭიროებს დამატებით კვებას. სქესობრივი
    მომწიფების შემდეგ, როცა დღეღამური საშუალო ტემპერატურა 180-ზე ზევით აიწევს, მავნებელი იწყებს კვერცხის დებას. ეს პროცესი იწყება მაისის შუა რიცხვებიდან და ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
    ბრძოლის ღონისძიებები
    ისევე, როგორც ბალიშა ცრუფარიანას მიმართ, ამ მავნებლის რიცხოვნობის შემცირებაზე დადებით გავლენას ახდენენ კოქცინელიდები.