როგორ ავაწყოთ რუბიკის კუბიკი - rogor.ge

როგორ ავაწყოთ რუბიკის კუბიკი

პირველ ჯერზე ვაწყობთ ერთს, 6 კუთხიდან. შეხედეთ სქემას სურათზე. ისრებით ნაჩვენებია, როგორ უნდა ატრიალოთ კუბიკის ფენა, რომ პატარა კუბიკი დადგეს თავის ადგილას.

მნიშვნელოვანია, რომ კუბიკები განლაგდეს არა ისე, როგორც მოუწევთ, არამედ ყველა თავის ფერის მიხედვით.

თუ მოხდა ასეთი რამ, იხილეთ სქემა, თუ როგორ დააბრუნოთ ყველფერი თავის ადგილას. თუ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ სწორად, თქვენ უნდა გამოგივიდეთ აწყობილი პირველი მწკრივი.

ახლა გადავერთოთ მეორე მწკირვზე. მისი აწყობა ძალიან მარტივია. ვუყურებთ სურათს. გაამახვილეთ ყურადღება ყვითელი კუბიკის მდებარეობაზე, გადაადგილებამდე და მის შემდეგ.

გამოდგით? დაგრჩათ ბოლო მწკრივი, ეს ყველაზე რთულია. უყურეთ ფოტოს. ვატრიალებთ ფენას მანამ, სანამ არ გამოვა ჯვრის ფორმა. თუ თქვენ მხოლოდ შუა კუბიკი გაქვთ ადგილზე, გაიმეორეთ კომბინაცია სამჯერ. თუ სამი კუბია მწკრივში- 2 ჯერ. თუ 3 კუბია მოთავსებული კუთხეში - ერთხელ.

ამ საფეხურზე, ცოტა ყურადღება და გაწვალება დაგჭირდებათ. ბევრჯერ მოგიწევთ კუბის ტრიალი. ივარჯიშეთ და შემდეგში გაგიმარტივდებათ, მთავარია ერთხელ მაინც მოახერხოთ. ყურადღებით დააკვირდით სქემებს სურათებზე. საჭიროა 4 პატარა კუბის განლაგება სწორ პოზიციაზე. არ არის აუცილებელი, რომ ფერები კუტხეებზე ემთხვეოდეს. მთავარია ძირითადად ყვეალფერი ისე იყოს, როგორც სურათზეა დატანილი.

შეხედეთ კიდევ ერთხელ. ასე უნდა იყოს მიახლოებით. თუ რამე ვერ გაიგეთ კვლავ დაუკვირდით ან დაწერეთ კომენტარებში, შევეცდები დაგეხმაროთ.

როცა ყველა კუთხის კუბიკი თავის ადგილას განლაგდება, საჭიროა მათი მობრუნება სწორი კუთხით. შეხედეთ სურათზე თუ როგორ კეთდება ეს, ისრებით არის ნაჩვენები. 3 კუბი უნდა მობრუნდეს ამ კომბინაციის შესრულების შემდეგ.

ეხლა კი დროა შუა კუბები განვათავსოთ საჭირო ადგილას. გააკეთეთ ესეც ფოტოს მიხედვით და მზადაა!