როგორ შევინახოთ ქართული ნაწერი Notepad-ში - rogor.ge

როგორ შევინახოთ ქართული ნაწერი Notepad-ში

 

შექმენით ტექსტური დოკუმენტის ფაილი (Notepad). საქაღალდეში ცარიელ ადგილზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით გახსნილ მენიუში აირჩიეთ Text Document.

 

გახსენით შექმნილი ფაილი და ჩაწერეთ მასში სასურველი ტექსტი ქართულ ენაზე. მის შესანახად ზემოთ განთავსებულ მენიუში დააჭირეთ წარწერას File, გახსნილ მენიუში კი აირჩიეთ Save As...

 

გახსნილ ფანჯარაში ჩამოშალეთ ქვემოთ მდებარე ველში [i]Encoding:[/i], ჩამონათვალში აირჩიეთ UTF8 და არჩევანის დასაფიქსირებლად დააჭირეთ ღილაკს Save.

 

წინა საფეხურში დაწერილი მოქმედებების შესრულების შემდეგ, გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც სისტემა კიდევ ერთხელ გკითხავთ, მზად ხართ თუ არა ცვლილებების შესანახად. თქვენი პასუხი უნდა იყოს დადებითი, ანუ საჭიროა დააჭიროთ ღილაკს Yes. რის შემდეგაც დასრულდება მოცემული ფაილში არსებული ქართული ტექსტის დამახსოვრება.