როგორ გავაკეთოთ დახატული ფოტოს ეფექტი (Adobe Photoshop)

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ გავაკეთოთ დახატული ფოტოს ეფექტი Adobe Photoshop
საფეხურები
- 1 გახსენით სასურველი ფოტო და გადააქციეთ იგი ფენად (ამისთვის ფენათა პალიტრაში ორჯერ დააწკაპუნეთ Background-ს). დაარქვით მას original. გააკეთეთ ფენის კოპირება ბრძანებით Layer > Duplicate Layer. თქვენ მიიღებთ ფენას original copy. კვლავ გააკეთეთ ფენის კოპირება. ამჯერად მიიღებთ ფენას original copy2.
- 2 დააყენეთ ფენა original copy2ის ”ზედდების რეჟიმი” (Blending Mode) Difference-ზე.
შეასრულეთ ბრძანება Filter > Blur > Gaussian Blur: Radius > 60 px (რაც უდრო დიდია ფოტოს ზომა, მით უფრო დიდი უნდა იყოს რადიუსის ზომა).
- 3 შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Hue/Saturation (Ctrl+U): Hue > 0; Saturation > +50; Lightness > 0. ამის შემდეგ შეასრულეთ Layer > Merge Down (Ctrl+E).
- 4 დააყენეთ წინა ფონის ფერი #B6AAA7-ზე. შეასრულეთ ბრძანება Filter > Artistic > Neon Glow: Glow Size > 5; Glow Brightness > 15; Glow Color > #B6AAA7.
- 5 შეასრულეთ ბრძანება Filter > Noise > Add Noise: Amount > 5%; Distribution > Uniform; Monochromatic > მონიშნული. შემდეგ შეასრულეთ Filter > Texture > Texturizer: Texture > Sandstone; Scaling > 100%; Relief > 4; Light Direction > Top Right. და ბოლოს შეასრულეთ ბრძანება Image > Adjusments > Desaturate (Ctrl+Shift+U).
- 6 ფენათა პალიტრაში მოათავსეთ ფენა original, original copy2-ის ზევით და დააყენეთ მისი ”ზედდების რეჟიმი” (Blending Mode) Hard Light-ზე. შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Desaturate (Shift+Ctrl+U), ამის შემდეგ კი Filter > Blur > Gaussian Blur: Radius > 1-2 px.
გაფრთხილებები
- შეგიძლიათ შეცვალოთ ფოტოს ფერი ბრძანებით Image > Adjustments > Hue/Saturation (Ctrl+U).