როგორ გავაკეთოთ სანიშნე Microsoft Word 2007-ში - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სანიშნე Microsoft Word 2007-ში

 

მონიშნეთ დოკუმენტის ობიექტი, რომლისთვისაც გსურთ სანიშნის შექმნა ან კურსორი დააყენეთ იმ აბზაცის შიგნით, რომელშიც გსურთ მისი მოთავსება.

 

შეასრულეთ ბრძანება Insert/Links / Bookmark გაიხსნება Bookmark დიალოგური ფანჯარა.

 

Bookmark name ველში შეიტანეთ ახალი სანიშნის სახელი. სახელი უნდა იწყებოდეს ასოთი და შეიძლება შეიცავდეს როგორც ასოებს, ისე ციფრებს. სანიშნის სახელში გამოტოვება დაუშვებელია. თუ სანიშნის სახელი რამდენიმე სიტყვისგან შედგება, მათ გამოტოვების გარეშე ჩაწერენ, თითოეული სიტყვის პირველი ასოს ასომთავრული ჩაწერით თუ სიტყვები ლათინური ან რუსული ასოებით იწერება.

 

სანიშნის ჩასასმელად დააჭირეთ Add ღილაკს, Bookmark დიალოგური ფანჯარა ავტომატურად დაიხურება.

 

სიაში შეცდომით შექმნილი ან გამოუყენებელი სანიშნები მონიშნეთ და წაშალეთ Delete ღილაკით. არსებობს სანიშნების მეშვეობით ნავიგაციის რამდენიმე გზა. მაგალითად, ამ მიზნისთვის შეიძლება გამოიყენოთ ადრე განხილული დიალოგური ფანჯარა Bookmark. სანიშნესთან გადასასვლელად მონიშნეთ ის სიაში და დააჭირეთ ღილაკს Go to. თუ დოკუმენტში ბევრი სანიშნია, რეკომენდებულია მათი დახარისხება. Sort by გადამრთველის დახმარებით. ეს გაამარტივებს საჭირო სანიშნის ძიებასა და არჩევას. თუ დაყენებულია Name გადამრთველი, სანიშნები სიაში აისახება ანბანური მიმდევრობით, ხოლო თუ დაყენებულია გადამრთველი Location, სანიშნები განლაგდება იმავე მიმდევრობით, როგორც ისინი გვხვდება დოკუმენტში.